გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: თუ სადმე არის კითხვები, ამ კითხვებს აუცილებლად უნდა გაეცეს პასუხი

17-09-2018

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი პარტიის მიზანი ქვეყანაში მედია პლურალიზმის უზრუნველყოფაა.

ამის შესახებ მან ტელეკომპანია „იბერიას“  გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.


სპორტისა და ახალგაზრდობის ყოფილი მინისტრს, ლევან ყიფიანის მიმართ, რომელსაც დღეს პროკურატურაში გამოკითხავენ, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, თუ კითხვები არსებობს, ამ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს.


“თუ სადმე არის კითხვები, ამ კითხვებს აუცილებლად უნდა გაეცეს პასუხი. ჩვენი ერთადერთი ინტერესი არის ის, რომ უზრუნველყოფილი იყოს საქართველოში მედია პლურალიზმი. ეს არის ჩვენი ერთ -ერთი უმთავრესი მიღწევა 2012 წლიდან. 2012 წლამდე იყო სრული მონოპოლია მედია სივრცეში, სატელევიზიო სივრცეში. 2012 წლიდან საქართველოში მედია არის თავისუფალი, არის უზრუნველყოფილი მედია პლურალიზმი და ამ მიღწევას ჩვენ განსაკუთრებულად ვუფრთხილდებით. შესაბამისად, არანაირი სუბიექტური ინტერესი მმართველ პარტიას აქ არ აქვს. თუ სადმე არის კითხვა კონკრეტულ პირებთან დაკავშირებით, ეს კითხვები უნდა დაისვას და ამ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031