1-02-2024
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო კორპუსების სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. თსუ მე-6 სასწავლო კორპუსში მსხვილი სარეაბილიტაციო სამუშაოები ათწლეულების განმავლობაში არ ჩატარებულა. თსუ რექტორის ჯაბა სამუშიას გადაწყვეტილებით, გასულ წელს დაიწყო და რამდენიმე დღის წინ დასრულდა კორპუსის ფასადის სარეაბილიტაციო სამუშაოები, სრულად გამოიცვალა კარ-ფანჯარა,შეიცვალა კონდიცირებისა და წყალარიდების სისტემა, დამონტაჟდა თანამედროვე ტიპის სახანძრო უსაფრთხოების სისტემა.
თსუ კანცლერის ლაშა საღინაძის განცხადებით, სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად,მე-6 კორპუსის სარემონტო სამუშაოები მიმდინარე წელსაც გაგრძელდება, რომლის ფარგლებშიც იგეგმება ამ კორპუსის შიდა ინფრასტრუქტურისა და სახურავის დაზიანებული ნაწილის რეაბილიტაცია.
„თსუ მე-6 კორპუსში მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა. ახლა იგეგმება შიდა სამუშაოები. უახლოეს პერიოდში გამოცხადდება ტენდერი დაგეგმილი სამუშაოების განსახორციელებლად. სამუშაოების დასრულების შემდეგ თსუ მე-6 კორპუსი სრულად რეაბილიტირებული, შშმ პირებზე მორგებული, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი იქნება“-განაცხადა ლაშა საღინაძემ.
« თებერვალი 2025 » | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
1 | 2 | |||||
3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
24 | 25 | 26 | 27 | 28 |