გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კასპში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სოფლის კრებები და კონსულტაციები მიმდინარეობს

2-02-2024

კასპის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სოფლის კრებები და კონსულტაციები მიმდინარეობს.


მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, მერის მოადგილემ დავით ქისიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ შოთა ბეგლარაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად შეხვედრები ზემო ხანდაკის, ხოვლეს და თელიანის ადმინისტრაციული ერთეულების სოფლებში გამართა.


შეხვედრებზე მოსახლეობის ხმათა უმრავლესობით შემდეგი პრიორიტეტები გამოიკვეთა: შიდა საუბნო გზების, გარე განათების, სანიაღვრე არხების, ახალგაზრდული და სპორტული სივრცეების მოწყობა.


მოსახლეობის მიერ დასახელებული პროექტები 2024 წლის ბოლომდე, სოფლის პროგრამით გამოყოფილი თანხითა და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31