გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სალომე ზურაბიშვილი: არც მე და არც ერთი ქართველი არ დაუშვებს თქვას, რომ  ომი საქართველომ დაიწყო

17-09-2018

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდანტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი რუსეთმა დაიწყო.


მისივე თქმით, არც ერთი ქართველი არ დაუშვებს იმის თქმას, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი საქართველომ დაიწყო.


„მე მინდოდა ევროპული კამპანია, ზრდილობა და მომავალზე მსჯელობა და ამას ვიზამ. მაგრამ თურმე ჯერ ყველაფერი უნდა აირიოს და ამისი უფლება არ უნდა მოგვცენ იმათმა, ვისაც წარსულში დაბრუნება უნდათ იმ იმედით, რომ თვითონაც დაბრუნდებიან. მაგრამ იმათმა იციან მხოლოდ ერთი რამ, რაც არის საბჭოთა კავშირის დანატოვარი - დასმენა, ტყუილი, შავი პიარი, მოსმენები, მუქარა. არ ვაპირებდი ამ ყველაფერზე პასუხს. ახლა დაიწყო თავდასხმა მხარდამჭერებზე, ცილისწამება, მუქარა, რომ აღარ გამოგიყვანთ ტელევიზიითო. გადავწყვიტე, რომ დრო იყო ეს ყველაფერი ერთხელ და სამუდამოდ დასრულებულიყო. ეს სპეკულაცია ერთად უნდა დავასრულოთ. რუსეთის მიმართ ჩემი დამოკიდებულება უცვლელია 60 წელზე მეტია უკვე. საქართველოს გათავისუფლება იყო, არის და იქნება ჩემი და ჩემი ოჯახის ცხოვრების მთავარი მრწამსი, მიზანი და ოცნება, მისი დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დაცვა. ვისგან დაცვა ხომ არ მეტყვით? - რუსეთისგან.


რუსეთი აგრესორი და ოკუპანტი იყო 1801 წელს, როცა დაარღვია მეფე ერეკლეს მიერ დადებული ტრაქტატი; 1921 წელს, როცა დაარღვია 1920 წელს აღიარებული სუვერენობა და რის გამოც ჩემები წამოვიდნენ და დავიბადე საფრანგეთში. აგრესორი და ოკუპანტია 2008 წლიდან, როცა კიდევ ერთხელ დაარღვია ის, რაც მე ძალიან კარგად ვიცი, ყველა საერთაშორისო დოკუმენტი და ხელშეკრულება, სადაც რუსეთი აღიარებდა საქართველოს ტერიტორიულ სუვერენობას და დამოუკიდებლობას.


მეორე თემა - საქართველო-რუსეთის ომი ვინ დაიწყო - ცხადია, რუსეთმა და რატომ?- რუსეთი შემოიჭრა მის მიერ აღიარებულ საქართველოს ტერიტორიაზე ტანკებით და სამხედრო თვითმფრინავებით. საქართველო რუსეთის ტერიტორიაზე არასოდეს არ შეჭრილა, არასოდეს არ მოუხდენია აგრესია. ეს არის ისეთი ელემენტარული, როგორც 1+1 არის 2. ამაზე ვინ შეიძლება დავობდეს? ამაზე მე არასდროს მითქვამს, ამაზე არ ვმსჯელობდი. არც მე და არც ერთი ქართველი არ დაუშვებს თქვას, რომ რუსეთის და საქართველოს ომი საქართველომ დაიწყო", -  განაცხადა ზურაბიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930