გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კასპის სოფელ გარიყულაში მცხოვრებ მეორე მსოფლიო ომის ვეტერან შალვა გოჩიტაშვილს 100 წელი შეუსრულდა

3-02-2024

სოფელ გარიყულაში მცხოვრებ შალვა გოჩიტაშვილს, რომელიც  მეორე მსოფლიო  ომის ერთადერთი ვეტერანია კასპის მუნიციპალიტეტში 100  წელი შეუსრულდა.


ომის ვეტერანს საიუბილეო თარიღი  მუნიციპალიტეტის  მერის მოადგილემ ზურაბ კოპაძემ, ვეტერანთა საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსმა ლევან ამირიძემ, ამავე სამსახურის შ/ქართლის სამსახურის უფროსმა ზვიად საბაშვილმა  და ამავე სამსახურის წარმომადგენელმა კასპის მუნიციპალიტეტში თადარიგის პოლკოვნიკმა ლავრენტი ბაიდაურმა მიულოცეს.


კასპის მუნიციპალიტეტის მერია  ბატონ შალვას ულოცავს დაბადების დღეს, უსურვებს ჯანმრთელობას და დღეგრძელობას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31