გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

17-09-2018

დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.


კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ზემო ვეძისის დასახლების, სოფელი გლდანის, თემქის დასახლების IV მიკრორიონის, თემქის დასახლების III მიკრორიონის V კვარტლის (ნაწილობრივ), ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის II, III, IV კვარტლების, რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ),მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, ხოშარაულის, აგლაძის, გუდიაშვილის, ფურცელაძის, მანჯგალაძის, ჯორჯაძის, ვაჩნაძის, თაბუკაშვილის, ასათიანის, რომელაშვილის, ნიჟარაძის, ნუშის, ავშნის, მონადირეს, ფირცხალავას, ნუცუბიძის, ცინცაძის, თამარაშვილის, ონიაშვილის, კანდელაკის, ბუდაპეშტის, ჭილაძის, ქართველიშვილის, დელისის, ართმელიძის, ბერიტაშვილის, ვაზისუბნის, აჯიაშვილის, გორგასლის, სამღებროს, კოტე აფხაზის, თუმანიანის, ბეთლემის, იერუსალიმის, ორპირის, საადის, გომის, სალმის, ძმები ზდანევიჩების, ბოტანიკის, აბანოს, ირგვლივის, გრიშაშვილის, ახუნდოვის, შუშინის, მირზა შაფი ლაზახის, ლვოვის, ვახტანგ ჩიქოვანის, ყუშიტაშვილის, ალასანიას, მარუშიძის, ლომონოსოვის, შარტავას, იოსებიძის და ანა კალანდაძის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.


10 საათიდან 17 საათამდე ვერ მიირებენ ელექტროენერგიას აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, ქოშიგორის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის, სამხედრო გზატკეცილის, ჯორჯ ბალანჩივაძის, ვიქტორ ნოზაძის, გრიგოლ ფერაძის, ყუშიტაშვილის, პიმენ ყურაშვილის, ძმები კარბელაშვილების, გოდერძი ჩოხელის, ჩაჩავას, აისის და პეტრიწის ქუჩების მაცხოვრებლები, 11 საათიდან 13 საათამდე პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), დიღმის მასივის III კვარტლის, ბელიაშვილის, მიქელაძის, თვალჭრელიძის, ფანჯიკიძის და ტაშკენტის ქუჩების მაცხოვრებლები, 11 საათიდან 15 საათამდე გლდანის III მიკრორაიონის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლები, 10 საათიდან 12 საათამდე ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ფალიაშვილის, მოსაშვილის და კავსაძის მაცხოვრებლები, 13 საათიდან 14 საათამდე წინამძღვრიშვილის, ჯავახიშვილის და ნინოშვილის ქუჩების მაცხოვრებლები, ხოლო 13 საათიდან 15 საათამდე დიღმის მასივის V კვარტლის და აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930