გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კალაძე: ვრცელდება ფოტომასალა, თითქოს წერეთლის გამზირზე ტროტუარებია ჩავარდნილი; სინამდვილეში, საზღვარგარეთ მყოფი კონკრეტული იუთუბერის მიერ გადაღებული ვიდეოდანაა ამოჭრილი კადრი

5-02-2024

თბილისის მერი კახა კალაძე „ფეისბუქის“ პირდაპირ ჩართვაში სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტომასალას გამოეხმაურა, თითქოს წერეთლის გამზირზე ინფრასტრუქტურა დაზიანებულია და რეაბილიტაციის პროცესში პრობლემები აღინიშნება.


მისივე განმარტებით, წერეთლის გამზირზე საგზაო მოძრაობა დაპირებისამებრ, 1-ელ თებერვალს აღდგა, დანარჩენი სარეაბილიტაციო სამუშაოები კი შეუფერხებლად მიმდინარეობს.


„ვირუსულად ვრცელდება ფოტოები, თითქოს წერეთელზე პრობლემები გვაქვს. ერთ-ერთმა ტელევიზიამ გაავრცელა ფოტომასალა, სადაც ასახულია გაჩერების კუნძულებზე დაზიანებული ავტობუსის ტაბლო. რეალურად, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც, დაიმტვრა ავტობუსების ტაბლო. გარდა ამისა, ვრცელდება ფოტომასალა, თითქოს წერეთლის გამზირზე ტროტუარებია ჩავარდნილი. სინამდვილეში, საზღვარგარეთ მყოფი კონკრეტული იუთუბერის მიერ გადაღებული ვიდეოდანაა ამოჭრილი კადრი“, - განაცხადა კახა კალაძემ.


დედაქალაქის მერის თქმით, აღნიშნული ფოტომასალების გავრცელება პოლიტიკური სპეკულაციებია, რაც საზოგადოების დეზინფორმაციას ისახავს მიზნად.


„მსგავსი პროექტების განხორციელება ყველას უნდა გვიხაროდეს. ასეთი ფაქტები მოწმობს, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ამ ქალაქის წინსვლა არ უხარიათ და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ. ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციებია. სამუშაოები მიმდინარეობს, გამზირი იქნება ძალიან ლამაზი, მეტიც ჩვენი ქალაქისთვის კიდევ უფრო მაგარ პროექტს განვახორციელებთ. დედაქალაქის მერია მოწოდების სიმაღლეზე იქნება და გააკეთებს ყველაფერს, რაც სჭირდება ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2024    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031