გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბექა ოდიშარია სუს-ის განცხადებას გამოეხმაურა: ეს ყველაფერი რომ მომხდარიყო, საქართველო დარტყმის ქვეშ აღმოჩნდებოდა და იქნებოდა პრეტენზიები ტერორიზმთან დაკავშირებით

5-02-2024

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა ოდიშარია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს ყველაფერი რომ მომხდარიყო, საქართველო დარტყმის ქვეშ აღმოჩნდებოდა და იქნებოდა ქვეყნისადმი პრეტენზიები ტერორიზმთან დაკავშირებით.
ბექა ოდიშარიას თქმით, ჭკუათმყოფელი ქართველი ამ ყველაფერში არ გაერეოდა, თუ არ აქვს პოლიტიკური და მავნებლური ინტერესი.


„მინდა, გამოვეხმაურო სუს-ის განცხადებას. წარმოგიდგენიათ? ამას არ გააკეთებს „ჰამასი“, „ჰეზბოლა“ და სხვა ტერორისტული ორგანიზაცია, არ მოიწადინებს საკუთარი ქვეყნისთვის რაიმე ამდაგვარის ჩადენას. დააკვირდით სქემას, რატომ შვიდი ქართველი? რატომ საქართველოს გავლით? რა, ვაჟკაცი ხალხი დაილია თავად უკრაინაში? ათიათასობით ადამიანი იბრძვის, დაიღუპა თავისი ქვეყნისთვის და გზაც მოინახებოდა – მაინცდამაინც საქართველო, რომ ხვრელი დაერქვას, მაინცდამაინც რაღაც ევნოს საქართველოს. წარმოიდგინეთ, აქ უკვე როგორი დარტყმის ქვეშ დგებოდა. რა თქმა უნდა, რომელი ჭკუათმყოფელი შვიდი ქართველი გაერეოდა და ჩაერეოდა, თუ არ აქვს პოლიტიკური და მავნებლური ინტერესი? პლუს, გამოითქვა არა ეჭვი, არამედ ინფორმაციაზე დაყრდნობით მოგვეწოდა ამბავი, რომ ამ ყველაფერს ხელმძღვანელობდა ანდრეი შარაშიძე, რომელიც არის ოდესელი დეპუტატობის ყოფილი კანდიდატი და პარტია „ხალხის მსახურის“ წევრი. კავშირებს ვერ ხედავთ? ოდესიდან თუ გამოვიდა გემით, წასულიყო პირდაპირ შემოვლითი გზით და მისულიყო სადმე ისეთ ადგილას, სადაც მიაწოდებდა. არა, ეს უნდა მომხდარიყო საქართველოში.


წარმოგიდგენიათ, რამხელა ამბავი მოხდებოდა? აქეთ რუსეთი პირდაპირი დარტყმით, იქით ტერორიზმთან დაკავშირებით იქნებოდა ჩვენდამი პრეტენზიები. მინდა, შეგახსენოთ, მაგალითად, ახმეტაში რომ გადმოვიდნენ ჩეჩნეთის რესპუბლიკიდან მებრძოლები, რუსეთმა დაბომბა არამხოლოდ ჩეჩნეთის მხარე, დაბობმა საქართველოს მხარე და თუ არ ვცდები, 20 ადამიანამდე შეეწირა ამას, უზარმაზარი მსხვერპლი იყო. რა იქნებოდა ახლა, ამ გაგანია ომის დროს, როდესაც ასეთი ამბავი მოხდებოდა და რუსეთი გაიგებდა, რომ ჩვენგან შედის 14 კილოგრამი ტროტილზე უფრო მძიმე ასაფეთქებელი საშუალება?“ – აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ამოღებულია რამდენიმე ერთეული ასაფეთქებელი მოწყობილობა და დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება, რომელთა გადაადგილებასაც ორგანიზებას უწევდა უკრაინის მოქალაქე ანდრეი შარაშიძე. მათივე განცხადებით, საქმის დეტალები იძლევა ეჭვის საფუძველს, რომ საქართველოს ტერიტორიის გამოყენება, საქართველოს მოქალაქეების მრავლად ჩართვა ემსახურებოდა იმ მოსაზრების შექმნას, რომ ტერორისტული აქტები საქართველოს დაბრალებოდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930