გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო ფოჩხუა ოპოზიციაზე: ეს ადამიანები ცდილობენ გაამართლონ და მხარი დაუჭირონ იმ ქვეყანას, თუნდაც ომში მყოფს, საიდანაც დაიგეგმა ტერორისტული აქტი

7-02-2024

იმდენად დიდია მათი სურვილი ძალაუფლების ხელში ჩაგდების, იმას არ ფიქრობენ რომ არა სუსის მაღალ დონეზე ჩატარებული ოპერაცია, ტერორისტულ აქტს, რომელიც შეიძლება საქართველოში განხორციელებულიყო, მათი ოჯახის წევრი, მეგობარი, ნათესავი ან მეზობელი ემსხვერპლა, - ასე აფასებს ექსპერტი ნინო ფოჩხუა ოპოზიციის წარმომადგენლების გამოხმაურებებს სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე.


ფოჩხუას თქმით, თავმოყვარე და ქვეყნის მოყვარული ამომრჩეველი ოპოზიციას მხარს არ დაუჭერს, ვინაიდან ისინი ცდილობენ, გაამართლონ ქვეყანა, რომელმაც ტერორისტული აქტი დაგეგმა.


“როგორ შეიძლება თავმოყვარე, ქვეყნის მოყვარულმა ამომრჩეველმა ხმა მისცეს დღევანდელ ოპოზიციას ან მხარი დაუჭიროს კოალიციური მთავრობის შექმნას მათთან, როცა ეს ადამიანები ცდილობენ გაამართლონ და მხარი დაუჭირონ იმ ქვეყანას, თუნდაც ომში მყოფს, საიდანაც დაიგეგმა ტერორისტული აქტი და მასში მონაწილეობდნენ მისი მოქალაქეები. იმდენად დიდია მათი სურვილი ძალაუფლების ხელში ჩაგდების, იმას არ ფიქრობენ რომ არა სუსის მაღალ დონეზე ჩატარებული ოპერაცია, ტერორისტულ აქტს, რომელიც შეიძლება საქართველოში განხორციელებულიყო, მათი ოჯახის წევრი, მეგობარი, ნათესავი ან მეზობელი ემსხვერპლა. აი ამიტომ არის, რომ მათი მხარდამჭერების რიცხვი დღითიდღე კლებულობს. ქვეყნის მტრებს არასდროს მისცემს ხმას ქართველი ამომრჩეველი” - წერს ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელ Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930