გაიგე განსხვავებული

პარასკევი, ივლისი 11, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კასპში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში კონსულტაციები გრძელდება

7-02-2024

კასპის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სოფლის კრებები და კონსულტაციები გრძელდება.
პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ შოთა ბეგლარაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად წინარეხის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში გამართა.
სოფლის მაცხოვრებლებმა შეხვედრებზე საპროექტო წინადადებები დაასახელეს და შემდეგ განსახორციელებელი პროექტებიც შეარჩიეს.
შეხვედრაზე ადგილობრივებმა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოფლის სხვა საჭიროებებსა და მათ განხორციელებაზეც იმსჯელეს.
მოსახლეობის მიერ დასახელებული პრიორიტეტული საკითხები მიმდინარე წლის ბოლომდე სოფლის პროგრამის მიერ გამოყოფილი თანხითა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031