გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მედიით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

9-02-2024

გვსურს, გამოვეხმაუროთ ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გასულ სიუჟეტს გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლის შერჩევასთან დაკავშირებით და საზოგადოებას მივაწოდოთ სრული ინფორმაცია აღნიშნული საკითხის შესახებ - ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

 

"მოგეხსენებათ, 2024 წლის პირველი იანვრიდან ახალგაზრდობის სააგენტოს უფლებამოსილება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსგან გადაეცა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. შესაბამისად, საგრანტო კონკურსის „საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში“ხელახლა გამოსაცხადებლად, საჭიროა საგრანტო დებულების და კომისიის მიერ კანდიდატთა შეფასების კრიტერიუმების დამტკიცება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებით.

 

გვინდა, საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ამ მიმართულებით. საგრანტო კონკურსის გამოცხადება იგეგმება მიმდინარე წლის თებერვალში. განაცხადების მიღების ვადადგანსაზღვრულია 14 კალენდარული დღე, რის შემდეგაც დაიწყება კანდიდატებთან გასაუბრების ეტაპი. ამასთან, კონკურსის მნიშვნელობიდან გამომდინარე, იგეგმება საგრანტო დაფინანსების ზრდა, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს  გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლის მანდატის გაძლიერებას.

 

აღსანიშნავია, რომ საგრანტო კონკურსის კომისია დაკომპლექტებული იქნება კომპეტენტური, კვალიფიციური წევრებისაგან. მათ შორის, იქნებიან: გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელი, გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლის და სხვა.

 

საგრანტო კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნდება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ასევე, ახალგაზრდობის სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდებზე" - აცხადებენ სამინისტროში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930