გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რუსთავში 4 ადამიანი მოკლეს, დაჭრილია ერთი

9-02-2024

რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე, სროლის შედეგად 4 ადამიანი მოკლეს, დაჭრილია ერთი ადამიანი.


შსს-ის ინფორმაციით, დადგინდა, რომ ბაზრის ტერიტორიაზე რამდენიმე გასროლა განახორციელა 1988 წელს დაბადებულმა გ.ო.- მ.


სროლის შედეგად მოკლულია ოთხი პირი, მათ შორის ერთ-ერთი ბრალდებულის ბიძაა, რომელიც აღნიშნულ ბაზარში იყო დასაქმებული, ხოლო დაჭრილია ერთი პირი, ბრალდებულის ბიძაშვილი.


დაჭრილი საავადმყოფოში არის მოთავსებული, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.


სამართალდამცველებმა გ.ო. შემთხვევის ადგილზე დააკავეს.


ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები და ყველა შესაბამის ღონისძიებას ახორციელებენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728