გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლუკ კოფი: აშშ-ს შეუძლია უფრო აქტიურ პროცესში დაარწმუნოს პარტნიორები, რომ საქართველოში რუსული ჯარების ყოფნა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაა

18-09-2018

საგარეო საკითხებში ჰერითიჯის ფონდის ექსპერტის, ლუკ კოფის განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატებს უფრო აქტიურ პროცესში შეუძლია  დაარწმუნოს პარტნიორები, რომ საქართველოში რუსული ჯარების ყოფნა  საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაა.

აღნიშნული განცხადება მან ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ვიზიტის შეფასებისას გააკეთა.

„აშშ-ს შეუძლია უფრო აქტიურ პროცესში დაარწმუნოს პარტნიორები, რათა უკეთ გაითავისონ, რომ საქართველოში რუსული ჯარების ყოფნა  საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაა“ - განაცხადა ლუკ კოფიმ.

 

მისი თქმით, ტრამპის ადმინისტრაცია საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდის თვალსაზრისით დიდ დახმარებას უწევს და ამის ერთგული რჩება დღესაც.

„ვფიქრობ, მომავალშიც ამერიკის მთავრობამ სწორედ ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებისკენ უნდა მიმართოს ძალისხმევა“ - აცხადებს ამერიკელი ექსპერტი.

 

მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ვაშინგტონში ამერიკელი და ქართველი ლიდერები  ორმხრივი ურთიერთობის განმტკიცებისთვის გადასადგმელი ახალი ნაბიჯების განსახილველად იკრიბებიან.

„ვიზიტი მნიშვნელოვან დროს მიმდინარეობს, როცა  მამუკა ბახტაძე, საქართველოს პრემიერ მინისტრის რანგში, პირველად სტუმრობს  ამერიკის შეერთებულ შტატებს“ - აცხადებს ლუკ კოფი.

 

მისივე თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებს შეუძლია საქართველოს დაეხმაროს  ქვეყნის  მთავრობის მიერ წამოწყებული მშვიდობის ინიციატივის - ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ უფრო წარმატებულად განხორციელებაში - გამოხატოს პოლიტიკური და დიპლომატიური მხარდაჭერა.

 

„ვაშინგტონის მხრიდან ამ ინიციატივის აქტიური მხარდაჭერა სხვა ქვეყნებისთვისაც  მისაბაძი იქნება,  ეს ძალისხმევა კი საქართველოს მთავრობის პოზიციას გააძლიერებს და ამ ინიციატივას უფრო სანდოსა და ქმედითს  გახდის საქართველოს მოქალაქეებისთვისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირებისთვის“ - აცხადებს ამერიკელი ექსპერტი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031