11-02-2024
"მთის განვითარების სააგენტო" (MTA) და საერთაშორისო სათხილამურო ფედერაცია (FIS) ერთი ოჯახია - ბაკურიანში მსოფლიო თასის შეჯიბრი იდეალურად ჩატარდა,- ამის შესახებ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) შეჯიბრის დირექტორმა, კლაუს ვალდნერმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ბაკურიანი და გუდაური შესანიშნავი ადგილია სკი კროსისთვის.
"ბაკურიანში ღონისძიება ძალიან, ძალიან კარგად ჩატარდა. გვქონდა იდეალური შეჯიბრი. ბაკურიანი და გუდაური შესანიშნავი ადგილია სკი კროსისთვის. ორივეს აქვს უზარმაზარი პოტენციალი ზამთრის სპორტის ყველა დისციპლინისთვის. MTA-თან თანამშრომლობა იდეალურია. MTA-სა და FIS-ის შორის პროფესიული თანამშრომლობა მარტივად ხორციელდება. ეს არის მეგობრობაზე დაფუძნებული თანამშრომლობა და ერთად დიდი ოჯახი ვართ",- აღნიშნა ვალდნერმა.
ბაკურიანში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით (FIS) მსოფლიო თასის დაკვნითი ეტაპი სკი კროსის დისციპლინაში გაიმართა.
საერთაშორისო ღონისძიებაში მსოფლიოს წამყვანი 12 ქვეყნის (შვეიცარია, შვედეთია, კანადა, ავსტრალია, ჩილე, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, საქართველო, გერმანია, იტალია, იაპონია, აშშ ) 60 სპორტსმენი ასპარეზობდა.
შეჯიბრებებს საერთაშორისო მედია აშუქებდა, პირდაპირ ეთერში კი „ევროსპორტზე" გადაიცემოდა.ღონისძიება საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის ტრასების სააგენტოსა" (MTA) და სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა, შეჯიბრების სპონსორი კომპანიები იყვნენ: "ბორჯომი","თი ბი სი" „რედკო", და „სილქნეტი".