გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ ქადაგიძე მამუკა ხაზარაძეს: ის დამპალი ნიადაგი, საიდანაც შენ და შენი რჯულის პოლიტიკოსები ხართ აღმოცენებული, ნეშომპალებისთვისაა განწირული…

12-02-2024

„როგორც ყველანაირი ხისგან სალამური არ გამოითლება, ისე ჩარჩისგან პოლიტიკოსი არ გამოდის…“ - წერს სოციალურ ქსელში, მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე, რითაც პარტია „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, მის მიერ წამოწყებული კამპანია ბიძინა ივანიშვილის შესახებ არის მისი პოლიტიკური გზავნილი.


„აწ უკვე, კოლექტიური ნაცმოძრაობის ფლაგმანი და წარსულში მიხეილ სააკაშვილის პირადი „ლეღვის ფოთოლი“, რომელმაც პროკურორობა შეითავსა, პოლიტიკური ანგარიშსწორებებით იმუქრება, ოღონდ ხელისუფლებაში როდესაც მოვალთო… როგორც ყველანაირი ხისგან სალამური არ გამოითლება, ისე ჩარჩისგან პოლიტიკოსი არ გამოდის… 2012 წლის შემდეგ, ერთადერთი პროექტი, რაც საკუთარი ძალებით შეძლო განეხორციელებინა -„ანაკლიის პორტი“ იყო და ისიც ჩააგდო, ხოლო ის მითები, რასაც ამ საცოდავის პიარჯგუფი ასაღებს, რომ პატიოსანი შრომითა და ჯაფით იშოვა ფული, იგივე თაღლითობებიდანაა, როდესაც სააკაშვილის ჯიბეში დაფრთიანებული ბიზნესმენები უმწიკვლო რეპუტაციით აგროვებდნენ კაპიტალს… ასე, რომ ის დამპალი ნიადაგი, საიდანაც შენ და შენი რჯულის პოლიტიკოსები ხართ აღმოცენებული, ნეშომპალებისთვისაა განწირული… ჰო და თუ მაინც აპირებ მოსვლას, ხელები მაგრად ჩაჰკიდეთ ერთმანეთს ლელოში, „რაზგონზე“ რაიმეს არ წამოასკდეთ…“ - წერს სოციალურ ქსელში ზურაბ ქადაგიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930