გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, ივლისი 03, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ ქადაგიძე მამუკა ხაზარაძეზე: კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ფლაგმანი და წარსულში მიხეილ სააკაშვილის პირადი “ლეღვის ფოთოლი”, რომელმაც პროკურორობა შეითავსა, პოლიტიკური ანგარიშსწორებებით იმუქრება

12-02-2024

"ხალხის ძალის" წევრი, ზურაბ ქადაგიძე, მამუკა ხაზარაძის განცხადებას, სადაც "ლელოს" ლიდერი აღნიშნავს, რომ ხელისუფლებაში აუცილებლად მოვა, ბიძინა ივანიშვილი კი მოსკოვში იქნება და ეს მისი [ხაზარაძის] პოლიტიკური გზავნილია, სოციალურ ქსელში აფასებს. ქადაგიძის განცხადებით, ერთადერთი, რისი განხორციელებაც მამუკა ხაზარაძემ შეძლო, ანაკლიის პორტის პროექტი იყო და ბოლოს ისიც ჩააგდო.


"აწ უკვე, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ფლაგმანი და წარსულში მიხეილ სააკაშვილის პირადი “ლეღვის ფოთოლი”, რომელმაც პროკურორობა შეითავსა, პოლიტიკური ანგარიშსწორებებით იმუქრება, ოღონდ ხელისუფლებაში როდესაც მოვალთო… როგორც ყველანაირი ხისგან სალამური არ გამოითლება, ისე ჩარჩისგან პოლიტიკოსი არ გამოდის…

 

2012 წლის შემდეგ, ერთადერთი პროექტი, რაც საკუთარი ძალებით შეეძლო განეხორციელებინა -“ანაკლიის პორტი” იყო და ისიც ჩააგდო, ხოლო ის მითები, რასაც ამ საცოდავის პიარ-ჯგუფი ასაღებს, რომ პატიოსანი შრომითა და ჯაფით იშოვა ფული, იგივე თაღლითობებიდანაა, როდესაც სააკაშვილის ჯიბეში დაფრთიანებული ბიზნესმენები უმწიკვლო რეპუტაციით აგროვებდნენ კაპიტალს… ასე, რომ ის დამპალი ნიადაგი, საიდანაც შენ და შენი რჯულის პოლიტიკოსები ხართ აღმოცენებული, ნეშომპალობისთვისაა განწირული… ჰო და თუ მაინც აპირებ მოსვლას, ხელები მაგრად ჩაჰკიდეთ ერთმანეთს ლელოში, “რაზგონზე” რაიმეს არ წამოასკდეთ…" - წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031