გაიგე განსხვავებული

პარასკევი, აგვისტო 22, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დაივიწყეთ ბარსელონა და ბერლინი, ბათუმი ბევრად გასაოცარი, ხელმისაწვდომი და ეგზოტიკური ადგილია - European Best Destinations-მა ბათუმი ევროპის საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებებს შორის დაასახელა

13-02-2024

European Best Destinations-მა ბათუმი ევროპის საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებებს შორის დაასახელა.


ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში ბათუმი, ევროპის 20 პოპულარულ ტურისტულ მიმართულებას შორის მეხუთე ადგილს იკავებს.


„დაივიწყეთ ბარსელონა და ბერლინი, ბათუმი ბევრად გასაოცარი, ხელმისაწვდომი და ეგზოტიკური ადგილია.


აჭარის რეგიონი არაჩვეულებრივი ადგილია დასარჩენად და ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო დასვენებას გთავაზობთ, როგორც მისაღები ფასებით, ასევე, ავთენტურობით. მთელი წლის განმავლობაში ქალაქში სუბტროპიკული და ნოტიო ჰავაა, გამოირჩევა გამწვანებითაც. ბათუმს მე-19 საუკუნის ბოტანიკური ბაღი აქვს და გარშემო სამი ეროვნული პარკით არის შემოსაზღვრული, რომლებიც UNESCO-ს სიაშია შესული“, - წერია სტატიაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031