გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ ქადაგიძე „ლელოზე“: ლაყბობა და იდიოტიზმის აგიტაცია თვლადი მაინც არ არის, ვინ უფრო მეტი მასშტაბით სულელი გამოჩნდებით ვერავინ გაიგებს

13-02-2024

"გაეშვით ამ არითმეტიკას, ზუსტი მეცნიერებაა, რაც არ არის თქვენი ძლიერი მხარე და ისევ, “ მარშლის გეგმებსა” და სხვა სურეალისტურ სიგიჟეებს მიაწექით," - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის" წევრი ზურაბ ქადაგიძე პარტია „ლელოს“ შესახებ.


ქადაგიძის თქმით, „ლელოს“ წევრები არ ეპუებიან საკუთარ იდიოტიზმს და მარტივ არითმეტიკაშიც “მოცურდნენ”.


„ჰოლივუდი ახალი “თრეშ-კომედიის”გადაღებას აპირებს პარტია ლელოზე სახელწოდებით - “Dumb and Dumbers”…


მაინც არ ეპუებიან საკუთარ იდიოტიზმს, ახლა შეცვალეს დაპირება და ოთხ წელიწადში, 200 ლარიანი მატებით შევძლებთ 1000 ლარი გავხადოთ პენსიაო…

ანუ ახლა თუ 70 წელზე 415 ლარია პენსია, ოთხ წელიწადში 1215 ლარი გამოდის.


ანუ, ესეც ვერ დათვალეს და ამ მარტივ არითმეტიკაშიც მოცურდნენ საცოდავები…


გაეშვით ამ არითმეტიკას, ზუსტი მეცნიერებაა, რაც არ არის თქვენი ძლიერი მხარე და ისევ, “ მარშლის გეგმებსა” და სხვა სურეალისტურ სიგიჟეებს მიაწექით.


ბოლო-ბოლო, ლაყბობა და იდიოტიზმის აგიტაცია თვლადი მაინც არ არის, ვინ უფრო მეტი მასშტაბით სულელი გამოჩნდებით ვერავინ გაიგებს…“, - წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31