გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამთა მეგრელიშვილი Numbeo.com-ის მონაცემებზე: ქვეყანაში მშვიდობის დამსახურებაა ქართული სახელმწიფოს განვითარება და მიმზიდველ ტურისტულ უსაფრთხო ცენტრად აღიარება

13-02-2024

"ხალხის ძალის" წევრი, თამთა მეგრელიშვილი ეხმიანება Numbeo.com-ის რეიტინგს, სადაც ევროპის ქვეყნებს შორის საქართველო მეოთხე ადგილზეა ღამით ტურისტების უსაფრთხო გადაადგილების კუთხით, სოციალურ ქსელში ეხმიანება.


მეგრელიშვილის თქმით, მშვიდობის დამსახურებაა ის, რომ საქართველო მიმზიდველ და უსაფრთხო ტურისტულ ცენტრად იქნა აღიარებული.


"სოციალურ ქსელ X-ზე, ორგანიზაცია Numbeo.com-ის მონაცემებზე დაყრდნობით გამოქვეყნდა სტატისტიკა, რომლის თანახმად, ევროპის ქვეყნებს შორის, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა ტურისტებისთვის ღამის საათებში გადასაადგილებლად და ის მე-4 ადგილს იკავებს.


Numbeo.com-ზე გამოქვეყნებული კვლევები და მონაცემები არ არის რომელიმე სამთავრობო ორგანიზაციის გავლენით მომზადებული. ორგანიზაციის მონაცემები გამოყენებული იქნა ისეთი საერთაშორისო გამოცემების მიერ, როგორებიცაა BBC, Time, The Week, Forbes, The Economist, Business Insider, New York Times, The Telegraph და სხვა.


ქვეყანაში მშვიდობის დამსახურებაა ქართული სახელმწიფოს განვითარება და მიმზიდველ ტურისტულ უსაფრთხო ცენტრად აღიარება.


უკვე მიღწეული პროგრესი კარგი შედეგია, საქართველო მშვიდობის დერეფანია და უსაფრთხო გარემოა აქ ჩამობრძანებული ყოველი ვიზიტორისთვის.


მეტი ხელშესახები შედეგი ქართულ სახელმწიფოს, წინსვლა და მშვიდობა ჩვენს ქვეყანას პოლიტიკურად ტურბულენტურ რეალობაში" - წერს თამთა მეგრელიშვილი Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031