14-02-2024
სოციალური ქსელის მომხმარებელი მაია დვალიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, თბილისში, ზაარბრიუკენის მოედანზე დადგმული ძეგლის შესახებ დედაქალაქის მერის, კახა კალაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება.
გთავაზობთ ფრაგმენტს სტატუსიდან:
"ზაარბრიუკენის მოედანზე განხორციელებული პროექტი მართლაც შთამბეჭდავია!
მე მომწონს და მინდა, გიორგის წარმატებები ვუსურვო"- კახი კალაძე...
პ.ს. აბა, რომ არ მოსწონდეს 80 000 ლარს გადაიხდიდა ქალაქის ბიუჯეტიდან? იმ თანხიდან ხომ არ არის შემთხვევით, "ხელფასს რომ არ იღებს"?!
კახი, ხელფასი აიღე და საქმე აკეთე, ნუ ააოხრე ქალაქი შენი მდარე გემოვნებით!
მხოლოდ თბილისის მოძულე, ბოღმა პროვინციელი თუ ჩააგდებდა ქალაქს ამ დღეში!
პ.ს. ვორონცოვის ძეგლი, დახვეწილი და გემოვნებიანი, ხალხმა დადგა!
საკუთარი ფული შეაგროვეს, შეუკვეთეს და დადგეს!
ეს უსახო შეფუთული რეპტილია, ამ ქაჯმა, მართლა მახმად ხანმა კი ჩვენი ფულით დადგა, საკუთარი გემოვნებით, არც არავისთვის უკითხავს ისევე, როგორც პიდარას დემნას მიანიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება!
პ.ს.ს. მომავალშიც გეგმავს თურმე არანაკლებ "თანამედროვე პროექტებს" , ანუ, ბოლომდე უნდა მოგვიარონ ახლა სკულპტურებით და უსახო რაღაცების ყურებაში გაზარდონ გამვლელ-გამომვლელი ახალი თაობა!" - წერს მაია დვალიძე სოცქსელში.