გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თავდაცვის ძალები ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეიტინგული ინსტიტუციაა - ირაკლი ჩიქოვანი

15-02-2024

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა ტელეკომპანია ,,იმედის“ პირდაპირ ეთერში საზოგადოების, მედიისა და კერძო სექტორის მხრიდან თავდაცვის ძალების მხარდაჭერისა და დაფასების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, თავდაცვის ძალები ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეიტინგული ინსტიტუციაა და საზოგადოებამ მათი განსაკუთრებული ღვაწლი სათანადოდ უნდა დააფასოს. ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით ბევრი კარგი ინიციატივა არსებობს და უწყება აქტიურად ითანამშრომლებს კერძო სექტორთან, რათა საზოგადოება სათანადოდ იყოს სოლიდარული იმ ინსტიტუციის მიმართ, რომელიც ყველაზე მაღალი ნდობით სარგებლობს და აღნიშნული მხარდაჭერა კონკრეტულ მოქმედებებში უნდა აისახოს.


„მთავარი ამოცანაა, დაგროვილი გამოცდილებისა და არსებული ნაკლოვანებების ანალიზის საფუძველზე, გავაუმჯობესოთ ჩვენი მოქმედებები და კიდევ უფრო ეფექტიანი გავხადოთ იმ რესურსების გამოყენება, რომელიც საკმაოდ დიდად იხარჯება ჩვენი სახელმწიფო ბიუჯეტიდან. დინამიკა არის ძალიან კარგი, სასიამოვნო, იმიტომ რომ, ეს არის პოლიტიკური გუნდის განაცხადი, რომ ჩვენთვის ეს მიმართულება არის პრიორიტეტი,“ - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728