გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
ბრიტანული პრესა: ქართველები დასავლეთის მიამიტობით შეშფოთებულები არიან

18-09-2018

გავლენიანი ბრიტანული გამოცემა, «The Times»-ი ჟურნალისტ ედვარდ ლუკასის ავტორობით სტატიას აქვეყნებს, რომელიც ევრაზიის კონტინენტზე მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და მოვლენათა სავარაუდო განვითარებას ეხება.


საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან:


“ქართველები, ისევე როგორც ესტონელები, პოლონელები, უკრაინელები და ბრძოლაში გამოწრთობილი რუსეთის მოსაზღვრე ხალხები, ყველაზე მეტად შეშფოთებულნი არიან დასავლეთის მიამიტობით, აზრთა სხვადასხვაობით და იმ ჭარბი თვითკმაყოფილებით, რაც ბებერი დასავლეთის ძლიერ ქვეყნებს ახასიათებთ და რომლებსაც ისინი - რუსეთთან სარისკო ზონაში მცხოვრებნი - დახმარება-დაცვის იმედით მიმართავენ. მათი აზრით, ფრონტის ჭეშმარიტი ხაზი მათ ტერიტორიებზე კი არ გადის, არამედ იმ ადგილებზე, სადაც რუსეთის გავლენა ყველაზე მეტია - ბერლინზე, ბრიუსელზე, რომზე და როგორ უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, ვაშინგტონზეც კი.


თუმცა, მიუხედავად რუსეთის დიდი ტერიტორიისა და ბირთვული არსენალისა, ვლადიმერ პუტინის ნახევრად დანგრეული იმპერია, არსებითად, ძალიან სუსტია. უზარმაზარი რუსეთის ეკონომიკა თავისი მოცულობით ძლივს უტოლდება პატარა იტალიის ეკონომიკას. არმიის მოდერნიზების მიუხედავად, თავდაცვის ხარჯების მოცულობა მცირდება. პოლიტიკური სისტემა სულ უფრო მყიფე ხდება და ყავლი გასდის. ჯერ-ჯერობით კრემლი ახერხებს დასავლეთის მოგერიებას, მაგრამ მხოლოდ პოლიტიკური ნებისა და დაუნდობელი მოქმედების წყალობით და არა დიპლომატიური, ეკონომიკური და სამხედრო ძლიერებით“-წერს გამოცემა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930