გაიგე განსხვავებული

სამშაბათი, აგვისტო 05, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კასპის მერი აღაიანის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების მოსახლეობას შეხვდა

16-02-2024

კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, საკრებულოს თავმჯდომარე შმაგი ბეგლარაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად აღაიანის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების მოსახლეობას შეხვდნენ.


შეხვედრა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, პრიორიტეტების გამოვლენის მიზნით გაიმართა.


გამოიკვეთა რამდენიმე საკითხი, გადაწყვეტილება კი სოფლებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემების მოგვარებაზე მიიღეს.


შეხვედრაზე ასევე სოფლებისთვის სხვა საჭიროებებზეც ისაუბრეს, რომლებიც ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით ეტაპობრივად მოგვარდება.


მიმდინარე წელს კასპის მუნიციპალიტეტისთვის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 950 000 ლარია გამოყოფილი. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031