17-02-2024
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, თეოდოროს რუსოპულოსი ირაკლი კობახიძეს საქართველოს პრემიერ-მინისტრად დანიშვნას ულოცავს.
"ევროპული მულტილატერალიზმისა და საერთო სამართლებრივი წესრიგის [მიმართ] საფრთხეები ტვირთად აწვება ევროპის საბჭოს ყველა წევრ სახელმწიფოს და უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე, ერთიანი ვიყოთ ჩვენი საერთო ღირებულებების ირგვლივ იმ გამოწვევების წინაშე, რომელთა წინაშეც ვდგავართ", - ნათქვამია წერილში.
"დარწმუნებული ვარ, რომ 2020 წლიდან ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში დაგროვილი თქვენი ფართო გამოცდილება - იქნება ეს თქვენი ეროვნული დელეგაციის თავმჯდომარეობა, საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტობა თუ კომიტეტის წევრობა - გადამწყვეტი ფაქტორი იქნება თქვენს წინაშე არსებული მნიშვნელოვანი ამოცანების შესასრულებლად", - აღნიშნულია წერილში.
« თებერვალი 2025 » | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
1 | 2 | |||||
3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
24 | 25 | 26 | 27 | 28 |