17-02-2024
"ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი სოზარ სუბარი ნიკა გვარამიას მიერ "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.
სუბარის თქმით, გვარამია იმ რეჟიმის არა მხოლოდ გამხმოვანებელი, არამედ შემოქმედი იყო და მხოლოდ აღიარება მისგან საკმარისი არ არის.
„ნიკა გვარამიას ჯერ კიდევ ბევრი რამე აქვს ასაღიარებელი. მაშინ ის ხელისუფლების უბრალო გამხმოვანებელი კი არ იყო, შემოქმედი იყო იმ ბოროტებების და დანაშაულების, რომლებსაც სჩადიოდა სააკაშვილის ხელისუფლება. უშუალოდ შემოქმედი იყო ამ დანაშაულების, ისე როგორც ამის გამმართლებელი - „გამპრავებელი“(რუსულად ვიტყვი) იყო, როდესაც ის იყო პარლამენტში. ასე რომ, მარტო აღიარება არ უშველის, მან უნდა მოინანიოს კიდევაც, რომ საზოგადოებასთან თვალის გასწორების უფლება ჰქონდეს. მან ჩვენებები უნდა მისცეს ამ ყველაფერზე. ის ისეთივე ჩვეულებრივი კრიმინალია, როგორც ადეიშვილი, მერაბაშვილი, ახალია, სააკაშვილი და სხვები. ისინი, იმ სისტემის შემოქმედები იყვნენ “ - განაცხადა სუბარმა.