20-02-2024
„ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე, პრემიერ-მინისტრის რანგში, ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირებს ხვდება. რა თქმა უნდა, საუბარი საქართველოს მომავალ განვითარებას შეეხება“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საუბარი ევროკავშირში ინტეგრაციას შეეხება.
„ბატონი პრემიერი მიუთითებს იმ პრიორიტეტის შესახებ, რაც სახელმწიფოს წინაშე დგას - ეს არის ჩვენი ევროინტეგრაცია. რა თქმა უნდა, ამ ვიზიტს აქვს პოლიტიკური დატვირთვა, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ჩვენი საშინაო და საგარეო პოლიტიკის რეფორმებისა და ცვლილებების მთავარი პრიორიტეტი არის ევროკავშირში ინტეგრაცია“,- განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
« თებერვალი 2025 » | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
1 | 2 | |||||
3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
24 | 25 | 26 | 27 | 28 |