19-09-2018
ლილოს ტერმინალთან შეკრებილი აქციის მონაწილე მძღოლები ხვალიდან ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვას აპირებენ.
მათი განცხადებით, ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვა იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი ფინანსთა მინისტრი არ გააუქმებს ბრძანებას, რომელის მიხედვითაც ხორბლის სახმელეთო გზით იმპორტი აიკრძალა.
აქციის მონაწილეებს მოლაპარაკებების გამართვა შემოსავლების სამსახურმა შესთავაზა, თუმცა უარი განაცხადეს. ისინი ბრძანების გაუქმებამდე მოლაპარაკებების დაწყებას არ აპირებენ.