გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ფინანსთა მინისტრი გიორგი ვაშაძეს: თუ როგორ განხორციელდა ინფლაციის მართვა და შემცირება, ერთი-ერთი სამაგალითო ქვეყანაა ამ კუთხით საქართველო

21-02-2024

თუ როგორ  განხორციელდა ინფლაციის მართვა და შემცირება, ერთი-ერთი სამაგალითო ქვეყანაა ამ კუთხით საქართველო - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა დეპუტატის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ.თუ როგორ  განხორციელდა ინფლაციის მართვა და შემცირება, ერთი-ერთი სამაგალითო ქვეყანაა ამ კუთხით საქართველო - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა დეპუტატის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ. 


მისი თქმით, აქცენტი უნდა გაკეთდეს არა ერთ, რომელიმე კონკრეტულ პროდუქტზე არამედ მთლიანად ინფლაციის მაჩვენებელზე.  


„ინფლაციის კუთხით თუ ავიღებთ  ჩვენს სამეზობლო ქვეყნებს, ინფლაცია გაცილებით მაღალი იყო ყოველთვის, ვიდრე ეს ევროკავშირის წევრ ქვეყნებშია.


თუმცა, თუ ვისაუბრებთ დღეს საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე, რეგიონისა და  ასევე უფრო ფართოდ ევროკავშირის ქვეყნების ჭრილში, ვფიქრობ თუ როგორ  განხორციელდა ინფლაციის მართვა და შემცირება, ერთი-ერთი სამაგალითო ქვეყანაა ამ კუთხით საქართველო. ბოლო 8 თვის განმავლობაში ინფლაციის მაჩვნებელი 1%-ზე დაბალია, ხოლო ბოლო 10 თვის განმავლობაში ინფლაციის მაცვენებელი არის მიზნობრივი, ანუ 3%-ის ფარგლებში. პრაქტიკულად, ძალიან იშვიათად ნახავთ ქვეყანას ბოლო 10 თვის ან/და ერთი წლის განმავლობაში, სადაც ფასების დონის ასეთი სტაბილიზაცია მოხერხდა. თუ ავიღებთ ბევრ განვითარებულ ქვეყანას, სადაც ტრადიციულად შედარებით დაბალია ინფლაცია და ბუნებრივია ეკონომიკური ზრდაც დაბალია, მათთან შედარებითაც საქართველომ  კარგად შეძლო ინფლაციის მოლოდინების მართვა. ის პოლიტიკა, რასაც საქართველოს მთავრობა და ეროვნული ბანკი ახორციელებს, უზრუნველყოფს რომ გრძელვადიან პერიოდშიც ინფლაცია ყოველთვის იყოს მიზნობრივ მაჩვენებელში. მიზნობრივ მაჩვენებელში იყო საშუალო წლიური ინფლაცია  გასულ წელსაც,  რომელმაც  2,5% შეადგინა, თუმცა, გასული წლის მეორე ნახევრიდან მოყოლებული ინფლაციის და ფასების დონე მნიშვნელოვნად დასტაბილურდა, განსხვავებით ძალიან ბევრ სამეზობლო ქვეყანასთან, მათ შორის თქვენ მიერ ნახსენებ ქვეყნებთან შედარებით, სადაც შედარებაც არ შეიძლება იმდენად განსხვავდება ინფლაციის დაბალი მაჩვენებლით საქართველო," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930