გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში დაცული ტერიტორიების სააგენტოს საკონსულტაციო საბჭოს წევრებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

21-02-2024

სხდომის მონაწილეებმა ბალდის კანიონის განვითარების პროექტის შესახებ იმსჯელეს. აღინიშნა, რომ უკვე შეიქმნა სპეციალური დროებითი კომისია და დაკომპლექტდა ჯგუფი, რომელიც ადგილზე მოახდენსკანიონზე მიმდინარე ტურისტული ინფრასტრუქტურის პროექტის ბიომრავალფეროვნებაზეზეგავლენის შეფასებას.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანების საფუძველზე შექმნილ 12 კაციან კომისიაში შედიან სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის, დაცული ტერიტორიების, ეროვნული სატყეო სააგენტოსა და გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი კომპეტენციის სპეციალისტები, ასევე, ველზე მომუშავე კავშირ „კამპესეტერის“ და ეკოტურიზმის ასოციაციის წარმომადგენლები, ექსპერტები.კომისიის საქმიანობაში ჩართვა ბალდის კანიონის საკითხით დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებსაც შეუძლიათ.


შეხვედრაზე საბჭოს წარმომადგენლები დროებითი კომისიის მუშაობის მანდატის შესახებ ინფორმაციას გაეცნენ. აღინიშნა, რომ, უახლოეს პერიოდში, გასვლითი ღონისძიება გაიმართება ბალდის კანიონის ტერიტორიაზე და ადგილზე მოხდება გარემოზე ზემოქმედების ასპექტების გაცნობა. შეფასების ფარგლებში ჩატარდება: ბიომრავალფეროვნების, წყლის/მდინარის, ნიადაგის, ნარჩენების, ხმაურის და სინათლის დაბინძურების საკითხების შესწავლა, პოტენციური ჰიდროლოგიური ცვლილებების განხილვა, როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი ზეგავლენების დადგენა და არსებული მცირე მასშტაბის პროექტის ფარგლებში ბუნების ძეგლზე ბიომრავალფეროვნებაზე მოკლევადიანი და გრძელვადიანი ზემოქმედების საკითხების შეფასება. სამინისტროს მხრიდან გაკეთდა შეთავაზება, საბჭოს წარმომადგენლებმა კომისიის არაწევრის სტატუსითაც მიიღონ მონაწილეობა რეგიონში გასვლით ღონისძიებაში.


გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის მნიშვნელოვანია, ბალდის კანიონის მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა, რაც ხელს შეუწყობს ბიომრავალფეროვნების გრძელვადიან შენარჩუნებას, ადგილობრივებს გაუჩენს დამატებით შემოსავლის წყაროს და რეგიონში კიდევ ერთ ტურისტულად მიმზიდველ ადგილს შექმნის.


სამინისტროში გამართულ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, გარემოსდაცვითი ორგანიზაციების წარმომადგენლები, სპეციალისტები, ეკოტურიზმზე მომუშავე ასოციაციები და დამოუკიდებელი ექსპერტები ესწრებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930