გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაზა გაბუნია: პრემიერის აშშ-ში ვიზიტი ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან მჭიდრო, ღრმა და ძალიან პერსპექტიულ თანამშრომლობას ადასტურებს

19-09-2018

პარლამენტის წევრის, ზაზა გაბუნიას განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ვიზიტი აშშ-სთან მჭიდრო, ღრმა, ძალიან პერსპექტიულ თანამშრომლობას ადასტურებს.


მისივე თქმით, საყურადღებოა რომ  ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში  აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯონ ბოლტონმა განაცხადა, რომ საქართველო არის ლიდერი რეგიონში და ის რეფორმები, რომელიც ქვეყანაში ხორციელდება არის სამაგალითო.


„ჩვენ ვხედავთ, რომ პრემიერ მამუკა ბახტაძის ვიზიტის ფარგლებში მიმდინარეობს უმაღლესი და მაღალი დონის შეხვედრები თეთრ სახლში, სახელმწიფო დეპარტამენტსა და აშშ-ს კონგრესში. ასევე არასამთავრობო და საექსპერტო წრეების, მედიისა და ბიზნესის წარმომადგენლებთან.

 

პრემიერ ბახტაძეს პრაქტიკულად მთელი ამერიკული პოლიტიკური და სამოქალაქო ელიტა მასპინძლობს.

 

შეხვედრა  ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში  აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველთან, ჯონ ბოლტონთან შედგა. მნიშვნელოვანია მისი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო არის ლიდერი რეგიონში და ის რეფორმები, რომელიც ქვეყანაში ხორციელდება არის სამაგალითო და საქართველო ხდება დასაყრდენი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისთვის  რეგიონში და რეგიონს მიღმა. აღსანიშნავია, რომ ჯონ ბოლტონის მხრიდან, ასევე დადასტურდა მხარდაჭერა ეკონომიკურ განზომილებაში თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით.

 

პრემიერი შეხვდა აშშ-ს სენატის  უმრავლესობის ლიდერს  სენატორ ჯონ კორნინს, სენატის საგარეო ურთიერთობების ქვეკომიტეტის თავმჯდომარეს სენატორ ლინდსი გრემს, სენატორებს ბობ კორკერს და ბობ მენენდეზს, USAID-ის მმართველ მარკ გრინზ, OPIC-ის აღმასრულებელ დირექტორს რეი უოშბერნს, Porter Novelli-ის პრეზიდენტს ჯენიფერ სვინტს, American Enterprise Institute-ის ხელმძღვანელობას და მოწვეულ საგარეო პოლიტიკის ექსპერტებს, IFES-ის (International Foundation for Electoral Systems) პრეზიდენტს და აღმასრულებელ დირექტორს, უილიამ სუინისს.

დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან მაიკ პომპეოსთან.

 

ეს ვიზიტი ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან მჭიდრო, ღრმა, ძალიან პერსპექტიულ თანამშრომლობას“ - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930