გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით მათიკაშვილი: კანაფის საკითხთან დაკავშირებით განხილვა შეჩერებულია, რათა ყველა კითხვას პასუხი გავცეთ

19-09-2018

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, მარიხუანას პირად მოხმარებაზე მომზადებული ცვლილებებით ყველა კითხვას პასუხი გაეცემა და საზოგადოებას შესაბამისი ინფორმაცია მიეწოდება.

 

როგორც ჟურნალისტებს მათიკაშვილმა განუცხადა, კანონპროექტი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად გაჩენილ ვაკუუმს შეავსებს.

 

„კანონპროექტში საუბარია რეგულაციების მკაცრად გაკონტროლებაზე. ყველა იმ წესის განხილვა იწყება, რაც აუცილებელ პირობას ქმნის, რომ საზოგადოება მაქსიმალურად დაცული იყოს. რაც შეეხება მცენარე კანაფის კულტივაციას, ამ ცვლილებებით ამაზე საუბარი საერთოდ არ არის. საუბარია სამედიცინო მიზნით კანაფის კულტივაციასა და მის ექსპორტზე. განხილვა შეჩერებულია, რათა ყველა დაინტერესებულ პირთან დიალოგში ფართოდ შევიდეთ, განსაკუთრებით საპატრიარქოსთან და ყველა კითხვას პასუხი გავცეთ“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930