გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო ფოჩხუა ბრიტანეთის ჯანდაცვის სამსახურის განცხადებაზე ტრანსგენდერების "დედის რძის" სარგებლიანობის შესახებ: ვინც ამ სიგიჟეს იგონებს, ზუსტად ხომ იცის, რომ ბუნების საწინააღმდეგო მიმართულებით სვლას მომავალი არ აქვს

22-02-2024

ფანტასტიკის სფეროსაც სცილდება ის, რაც დღეს მსოფლიოში ხდება. საქართველო ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი ტოლერანტული დამოკიდებულებით უმცირესობის მიმართ, მაგრამ ყველაფერს ხომ აქვს საზღვარი, - ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის განცხადებას, რომელმაც ტრანსგენდერების რძე ისეთივე სასარგებლოდ ცნო, როგორც დედის რძე.

 

მისი თქმით, "უკიდეგანო მარაზმია" ტრანსგენდერის მიერ, გარეგანი ჩარევით, ჰორმონებით წარმოქმნილი რძით ჩვილი ბავშვის კვება.

 

"ფანტასტიკის სფეროსაც სცილდება ის, რაც დღეს მსოფლიოში ხდება. საქართველო ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი ტოლერანტული დამოკიდებულებით უმცირესობის მიმართ, მაგრამ ყველაფერს ხომ აქვს საზღვარი. ის ვინც ამ სიგიჟეს იგონებს, ზუსტად ხომ იცის, რომ ბუნებაზე მაღლა არ დგას და მის საწინააღმდეგო მიმართულებით სვლას მომავალი არ აქვს.

 

მაშინ რატომ ასეთი სიგიჟე? მე პასუხი არ მაქვს ან ჩვენს ფსევდო ლიბერალებს ნუთუ მოსწონთ ის რაც ახლა ხდება, ტრანსგენდერი, რომელიც გარეგანი ჩარევით, ჰორმონებით წარმოქმნილი რძით კვებავს შვილს, ეს ხომ უკიდეგანო მარაზმია. მათ ხომ შვილები ჰყავთ, ძმები, დები? მე მაინც მგონია ამ უბედურებას რაც დღეს მსოფლიოში ხდება, გაგრძელება არ უწერია, არ არის კანონზომიერი და იმიტომ. მე კი ღმერთს ვთხოვ დაიფაროს ჩემი სამშობლო ამ სიგიჟისგან" - წერს ფოჩხუა Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930