გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ქართველიშვილი: ჩინეთიდან ველოდებით ჩვენი ეკონომიკის გამაჯანსაღებელ საინვესტიციო ბუმს

26-02-2024

დიახ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსთან უვიზო რეჟიმის დაწესებაზე - აშშ მსგავს გადაწყვეტილებას ვერ იღებს. მეტიც - უკრაინაში მიმდინარე ომის დროს, პროცენტულად რუსეთის უფრო მეტ მოქალაქეს ჩაურტყეს ამერიკის ვიზები, ვიდრე ქართველებს, - წერს "ხალხის ძალის" წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში.

 

მისი განცხადებით, ჩინეთს საქართველოსთან გაფორმებული აქვს თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის ხელშეკრულება, ქვეყნებს შორის არის პირდაპირი ავიამიმოსვლა და ჩინეთი მზად არის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხში შუამავლის როლი იკისროს, შესაბამისად, ეს არის პასუხი კითხვებზე, რატომ შეხვდა პრემიერ-მინისტრი ჯერ ჩინეთის, შემდეგ კი აშშ-ის ელჩებს.

 

"დიახ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსთან უვიზო რეჟიმის დაწესებაზე - აშშ მსგავს გადაწყვეტილებას ვერ იღებს. მეტიც - უკრაინაში მიმდინარე ომის დროს, პროცენტულად რუსეთის უფრო მეტ მოქალაქეს ჩაურტყეს ამერიკის ვიზები, ვიდრე ქართველებს.

 

დიახ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან საქართველოს გაფორმებული აქვს თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის ხელშეკრულება - რაზეც აშშ ვერ მიდის და დიდი ალბათობით, ვერც წავა. დიახ, ჩინეთიდან ველოდებით ჩვენი ეკონომიკის გამაჯანსაღებელ საინვესტიციო ბუმს - აშშ-ს ჩვენს ეკონომიკაში მოქმედი ხელისუფლების პირობებში ერთი ცენტი არ ჩაუდია. ის აფინანსებს მხოლოდ ამ ხელისუფლების გადატრიალების პროექტებს.

დიახ, ჩინეთთან პირდაპირი ავიარეისების არანაირი პრობლემა არ არსებობს, აშშ ამ კომპონენტშიც კი ამის ღირსად არ გვთვლის. დიახ, ჩინეთმა განაცხადა თავის მზაობაზე - შუამავლის როლი ითამაშოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საქმეში. აშშ-ს ამ კუთხით, დეკლარაციის დონეზეც კი ხმა არ ამოუღია - პირიქით, პერიოდულად მათი დაქირავებული ლაქიების მხრიდან გვესმის მოწოდება: მოვიცილოთ ეს "ბალასტი" ევროპელებად და ამერიკელებად უფრო სწრაფად გადაქცევის მიზნით.

 

ის რომ, მაშინ "ქართველები"-ს წოდების მატარებლები აღარ ვიქნებით არა თუ არ ადარდებს აშშ-ს - ის არის ქვეყანაში 20 წლის განმავლობაში მიმდინარე "ქართველობის გენოციდის" პროცესების ერთ-ერთი ძირითადი სპონსორია. გამორიცხულია, ჩინეთმა თავისი პარტნიორების მიმართ მსგავსი ურთიერთობები ჩამოაყალიბოს.

 

ეს არის მოკლე პასუხი, თუ რატომ შეხვდა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში ჯერ ჩინეთის, ხოლო შემდეგ - აშშ-ს ელჩებს..." - წერს ქართველიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930