26-02-2024
„ჩვენ, რაც გაგვაჩნია ყველაზე მძლავრი იარაღი, არის ჩვენი ტრადიციები და იდენტობა. ამას ვამბობდით ყოველთვის, ყველა წერილში,“ - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა მოძრაობის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაზე კომენტარისას.
„ახლა, უკვე ოფიციალურ დონეზე, როდესაც შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ასეთი მიმართვა გაუკეთა თავის თანამშრომლებს, დიდ ბრიტანეთში ჯანდაცვის სამსახურმა და ესპანეთში, სამწუხაროდ, გვირგვინი იყო, რომ 10 წლამდე ბავშვებს „გეი“ დროშები დააკავებინეს ხელში და ეროტიკული ტანსაცმელი ჩააცვეს, ნიშნავს იმას, რომ ეს არის იდენტობის წინააღმდეგ ბრძოლა. ჩვენ, რაც გაგვაჩნია ყველაზე მძლავრი იარაღი, არის ჩვენი ტრადიციები და იდენტობა. ამას ვამბობდით ყოველთვის, ყველა წერილში,“ განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
აქვე, „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ "ლგბტ" პროპაგანდა შესულია თითქმის ყველა სფეროში და ეს დამღუპველია ქვეყნისთვის. „როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმასთან დაკავშირებით, რომ "ლგბტ" პროპაგანდა არის დამღუპველი ზოგადად მსოფლიოსთვის და ჩვენს შემთხვევაში, საქართველოსთვის, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჩვენ საქართველო გვაინტერესებს, ვგულისხმობთ სწორედ ასეთ მაგალითებს, როდესაც ეს პროპაგანდა შესულია თითქმის ყველა სფეროში, მათ შორის კინოინდუსტრიაში.
ძალიან სამწუხაროა, პრინციპში გასაკვირი და „საინტერესო“, რას იტყვის ამასთან დაკავშირებით ხაზარაძე და მისი პოლიტიკური პარტია, როდესაც მისმა შვილმა "ლგბტ" პროპაგანდის მიმართულებით, ერთ-ერთ კინოფესტივალზე პრიზი მოიგო,“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.