გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
დათა ახალაიამ საკონტროლო გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც თავის არედან ტვინმა ამოასხა

19-09-2018

2006 წლის 12 იანვრის სპეცოპერაციის დეტალების შესახებ, როდესაც ნავთლუღის ავტოსადგურის ტერიტორიაზე, აჭარის რეგიონიდან ჩამოსული 3 ახალგაზრდა იქნა მოკლული, - სპეცოპერაციის ერთ-ერთი მთავარი მოწმე, სიღნაღის პოლიციის ამჟამინდელი უფროსი ჯონი ჯოხარიძე საუბრობს.


ჯოხარიძის ჩვენებაში, რომელიც პროკურატურაში ინახება, სპეცოპერაციაში მონაწილე პირთა ქმედებები დეტალურად არის აღწერილი.


2006 წლის 12 იანვარს, დაახლოებით 21 საათზე, უბნის ინსპექტორი ჯოხარიძე, ნავთლუღის ავტოსადურის მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ, ბენზინგასამართ სადგურ „მაგოილში“ ბენზინს ასხამდა.


ამ მომენტიდან იწყება მისი ჩვენებაც, რომელიც პროკურატურაში, საქმის მასალებში დევს. 


„სწორედ ამ დროს, მოულოდნელად, გზის მეორე მხარეს, საავტომობილო გზაზე, ნავთლუღის ა/სადგურთან, ჩემგან 20 მეტრში, რამოდენიმე ავტომანქანა გაჩერდა, მათ შორის ორი ან სამი ჯიპი, რა დროსაც იქედან მოულოდნელად გადმოხტნენ ნიღბიანი, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ავტომატიანი პირები და სადგურის მხარეს მიზანმიმართული, ინტენსიური სროლა დაიწყეს. იმ მხარეს, საითაც სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირები ისროდნენ, სადგურის ტერიტორიაზე სამი პიროვნება შევნიშნე, რომლებიც გარბოდნენ და ჩანდა, რომ სწორედ მათ ესროდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირები.


სროლის დროს შევნიშნე, რომ გაქცეულთაგან ერთ-ერთი, გზის დასაწყისშივე ბორდიურთან ახლოს ჩაიკეცა და მერე ასფალტზე დავარდა, ხოლო დანარჩენი ორი, სადგურის ზედა მხარისკენ გაიქცნენ, სადაც რკინიგზის ლიანდაგია. მათი მიმართულებით სროლა გრძელდებოდა. როდის დაეცა ის ორი პიროვნება, ვერ დავინახე, რადგან იმ მხარეს სიბნელე იყო. ფაქტიურად ამავე დროს, მანქანებთან ერთად გაჩერდა შავი ფერის მიკროავტობუსიც, საიდანაც სწრაფად გადმოხტა დაახლოებით სამი, შავი ფერის ფორმაში ჩაცმული ნიღბიანი სპეცრაზმელი, შეიარაღებულნი ავტომატური იარაღით და გზაზე გაჩერდნენ, თუმცა მათი მხრიდან სროლა არ ყოფილა. ამის დანახვაზე ვითარების გარკვევის მიზნით მე მაშინვე სწრაფად გადავედი გზის მეორე მხარეს, თუმცა სადგურზე შესვლა ვერ შევძელი, რადგან ერთ-ერთმა ნიღბიანმა გამაჩერა. მე მას საბუთი წარვუდგინე და ვუთხარი რომ თანამშრომელი ვიყავი. ამ დროს, შუქზე შევნიშნე, რომ ასფალტზე სამი ახალგაზრდა ბიჭი იწვა, რომლებიც ძალიან უბრალო სამოქალაქო ფორმებში იყვნენ ჩაცმულები, ისინი იწვნენ გაუნძრევლად და მათ გარშემო სისხლის გუბე იდგა. ასევე, მათ ხელში არ ეჭირათ ავტომატები და არანაირი ავტომატური იარაღი იქვე ახლომახლოს არ ეწყო. მხოლოდ ერთ-ერთ გარდაცვლილთან შევნიშნე შავი დაკეცილი ჩემოდანი. მოულოდნელად, ერთ-ერთ დაცემულ ახალგაზრდასთან ნიღბიანი პიროვნება მივიდა, რომელსაც შავი, მოკლე ტყავის ქურთუკი ეცვა და ხელზე გადაჭრილი შავი ხელთათმანი ეკეთა, რის შემდეგაც მის ხელთ არსებული მოკლე ავტომატური იარაღიდან AKS-U, თავის არეში ერთი საკონტროლო გასროლა მოახდინა, რის გამოც თავის არედან ტვინმა ამოასხა. ამის შემდეგ აღნიშნულმა პიროვნებამ ნიღაბი მოიხსნა და მასში კუდ-ის იმჟამინდელი უფროსი დათა ახალაია ამოვიცანი. ეს ჩემგან 5 მეტრში ხდებოდა და ამიტომ ყველაფერს კარგად ვხედავდი. დათა ახალაიას მოქმედებას სხვებმაც მიბაძეს. ამის შემდეგ მათ, დახოცილ ახალგაზრებთან თითო-თითო ავტომატი დაალაგეს“- აცხადებს მოწმე. 


მისი ჩვენების მიხედვითვე, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის იმჟამინდელი უფროსი გურამ დონაძე, სპეცოპერაციის დაწყების მომენტიდან შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა.


„გურამ დონაძე მივიდა სადგურის ადგილზე და მითითებების გაცემა დაიწყო. კერძოდ, მე გავიგონე მისი ნათქვამი, რომ ავტომატის „ეს პრიკლადი“ დაეკეცათ და ისე დაედოთ, ასევე ჯერ არ ჩაერთოთ ვიდეო-კამერები და მხოლოდ მის ბრძანებას დალოდებოდნენ. 


აქვე მინდა დავამატო, რომ ზემოაღნიშნულ ფაქტს თავიდანვე ერთ-ერთი ნიღბიანი პიროვნება იღებდა. იგი მე იმ მომენტიდან შევნიშნე, როდესაც სროლების დაწყების შემდეგ გზის მეორე მხარეს გადავედი.


ამის შემდეგ, მოულოდნელად დათა ახალაიამ დაიძახა, რომ ყველანი გაწეულიყვნენ, მათ შორის სპეცრაზმელებიც. შემდეგ კი, როგორც მახსოვს დათა ახალაიამ და მასთან ერთად მყოფმა სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა ტერიტორიიდან გასვლა დაიწყეს. მე ვერ მოვასწარი იმის დანახვა, თუ რომელ მხარეს წავიდნენ, რადგან ერთ-ერთმა სპეცრაზმელმა, ოდნავ მოშორებით ერთ-ერთ შენობასთან გამიყვანა. დაახლოებით 4-5 წუთში დაიწყო ხელახალი სროლები ჰაერში, ვიღაცამ კიდეც დაიძახა მაღლა ისროლეთ, პირდაპირ არ ისროლოთო. ეს იყო დადგმული სცენა და კადრები რომელსაც გურამ დონაძის ოპერატორი იღებდა, ხოლო ის ნიღბიანი პიროვნება ისევ აგრძელებდა ვიდეოთი გადაღებას. ამ ყველაფერს გურამ დონაძე ხელმძღვანელობდა და ის იძლეოდა განკარგულებებს ვინ როგორ უნდა მოქცეულიყო“ - წერია ჩვენებაში.


ჯონი ჯოხარიძის განმარტებით, ის ხელისუფლების შეცვლამდე სიმართლის თქმას დონაძისა და დათა ახალაიას შიშით ვერ ბედავდა და მისივე თქმით, მომხდარიდან 2 თვის შემდეგ, მან პოლიციის რიგები დატოვა.




www.newspress.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031