გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
პრეზიდენტობის 19 მსურველს ცესკომ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი უთხრა

20-09-2018

პრეზიდენტობის 19-მა მსურველმა ცესკო-ში მხარდამჭერთა სიები არ წარადგინა. შესაბამისად, მათ არჩევნებში მონაწილეობასა და კანდიდატის რეგისტრაციაზე უარი ეთქვათ. ამ კანდიდატებს შორის არის რეჟისორი გიორგი შენგელაიაც. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

სიების წარდგენის ვადა გუშინ ამოიწურა. მონაცემები ცესკო-ს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

მხარდამჭერთა სიები კომისიაში შემდეგმა კანდიდატებმა არ წარადგინეს: გია ჩხიკვაძე, კობა ჯულაყიძე, გიორგი გახოკია, ნიკოლოზ ლეკიშვილი, დავით ამაშუკელი, თამაზ ბიბილური, ბონდო ბარათაშვილი, ელისო დონაძე, ვაჟა ჩხაიძე, ზაქარია როჭიკაშვილი, ზაურ მეკოკიშვილი, გიორგი შენგელაია, ბესიკ აფრაიძე, იოსებ ბიბილეიშვილი, იაკობ გრიგორიევი, ნინო ჯიქია, დენიზა სუმბაძე, მაია ნინუა, ივანე ნუგზარაშვილი.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.



imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930