28-02-2024
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებმა სახელმწიფო უწყებებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს ხორბლის, სიმინდის და ლობიოს ტრადიციული ჯიშების შენარჩუნების მიზნით მიმდინარე პროექტის 2023 წლის შესრულებული სამუშაოების ანგარიშიგააცნეს.
2023 წელს, პროექტის ფარგლებში,სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმაცენტრმა, ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე, ქართული ტრადიციული ჯიშების გენეტიკური მასალამოიძია. ამ დროისთვის, საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღისგან მიღებულია ხორბლის 44 ნიმუში, აშშ-ის გენბანკიდან227 ნიმუში, მათ შორის, სიმინდის 7, ლობოის 8 და ხორბლის 212 ნიმუში; გერმანიის გენბაკიდანმიღებულია1773 ნიმუში, მათ შორის, ხორბლის 257, ლობიოს 1219 და სიმინდის 301. სამეცნიერო-კვლევითმაცენტრის შესაბამისმა სამსახურმა ოთხ რეგიონში: სამცხე-ჯავახეთში, იმერეთში, გურიასა და სამეგრელოში ექსპედიციები გამართა, რომლის ფარგლებშიც ხორბლის 11, სიმინდის 90 და ლობიოს 100 ნიმუშია შეგროვებული.
აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი,გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) 4 წლიან საგრანტო პროექტს2023 წლიდან ახორციელებს. პროექტის მიზანი საქართველოში სამიზნე კულტურების კოლექციების არსებული მდგომარეობის შესწავლა, მცენარეთა გენეტიკური ბანკის კოლექციის გამდიდრება, საქართველოდან სხვადასხვა დროს გატანილი და უცხოურ გენბაკებში განთავსებული სამიზნე კულტურების გენეტიკური რესურსების დაბრუნება და გენეტიკური რესურების შეგროვების მიზნით ექსპედიციების მოწყობაა.
პროექტის განხორციელების შედეგად გაუმჯობესდება ტრადიციული ჯიშების გამოყენება და კონსერვაცია, ეროვნულ და საერთაშორსო დონეზეხელმისაწვდომი გახდება სამიზნე კულტურების კოლექციების მონაცემები, ხელი შეეწყობა ადგილობრივი ჯიშების ფერმერული მეურნებების პირობებში გავრცელებას, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს მათი ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას.
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში გამართულ შეხვედრას ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაციის „ელკანა“, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის, ქართული ხორბლის მწარმოებელთა გაერთიანების, საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბოტანიკის ინსტიტუტის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.