20-09-2018
აზერბაიჯანული გამოცემის, «Каспiй»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში საუბარია საქართველო-სომხეთის ურთიერთობის შესახებ, რაც აზერბაიჯანული მასმედიის მუდმივ თემას წარმოადგენს (სხვათა შორის, იგივე ხდება სომხურ მასმედიაშიც, სადაც ხშირად ქვეყნდება მასალები აზერბაიჯანის „ანტიქართულ“ პოლიტიკაზე). ამჯერად პუბლიკაცია ეხება თბილის-ერევან შორის წარმოქმნილ ერთ-ერთ ბოლოდროინდელ პრობლემას - საქართველოს გზებზე სომხეთისათვის განკუთვნილი მარცვლეულის ავტომანქანებით გადაზიდვის აკრძალვას.
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ მარიამ გულამოვას ავტორობით გამოქვეყნებული მასალის რეზიუმეს:
„პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ავანტიურაზე მიდის და საქართველოს გადაწყვეტილებას თავისებურად პასუხობს - ერევანი იმუქრება, რომ თანდათანობით განახორციელებს სამცხე-ჯავახეთის „მთიან ყარაბაღად“ გადაქცევის გეგმას. სწორედ ეს იდეა იგულისხმება ნიკოლ ფაშინიანის განცხადებაში ქართველ კოლეგებთან, როცა მან „სამცხე-ჯავახეთი“ მთიან ყარაბაღთან ერთად მოიხსენია და აღნიშნა - აზერბაიჯანი ყარაბაღელებთან მოლაპარაკებაზე უარს აცხადებსო.
ქართველი ექსპერტები თვლიან, რომ ნიკოლ ფაშინიანი ამ თავისი სურვილით, ანუ აზერბაიჯანის მოლაპარაკებით მთიან ყარაბაღთან, თითქოსდა მიანიშნებს ქართველებს, რომ თქვენც უნდა ელაპარაკოთ სამცხე-ჯავახეთის სომხებს მაღალ დონეზეო, ანუ გამოდის, რომ როგორც „დამოუკიდებელ“ რეგიონს. და თუ ასე არ გააკეთებთ, შედეგად „ყარაბაღულ სცენარს“ მიიღებთო. არადა, საქართველოშიც და აზერბაიჯანშიც სომხები სხვის მიწაზე ცხოვრობენ, რუსეთის იმპერიის დროიდან. განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ სომეხმა ტერორისტმა დაშნაკებმა საბჭოთა კავშირის დაშლის დროს თავიანთი გეგმა აზერბაიჯანის მიწაზე - მთიან ყარაბაღში უფრო სწრაფად განახორციელეს და ეთნიკური წმენდა მოაწყეს.
ცხადია, სომეხმა ტერორისტებმა იმ პერიოდში ხელი არც საქართველოს არ დააკლეს და ერთგვარი „წრთვნები“ ჩაატარეს აფხაზეთში, სადაც ქართულ მოსახლეობას გენოციდი მოუწყეს. ამჟამად იქ სომხები ჭარბობენ, ქართული მოსახლეობა კი თითქმის არ დარჩა.
სომხებს ეცოტავებათ, რაც ყარაბაღში განახორციელეს და ახლა სამცხე-ჯავახეთშიც იგივეს გაკეთებას აპირებენ. და თუ საქართველოს ხელისუფლება ძირშივე არ აღკვეთს სეპარატიზმს, რომელსაც სომხეთის ახალი ხელისუფლება უკვე აქტიურად უჭერს მხარს, მაშინ სომხები სამცხე-ჯავახეთს მეორე ყარაბარად გადააქცევენ. ამაში ქარტველებს ეჭვი არ უნდა ეპარებოდეთ, სომხების განუზომელი ამბიციების გათვალისწინებით“.