გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, ივლისი 03, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ჩიქოვანი იტალიის ელჩს შეხვდა

28-02-2024

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა გაცნობითი შეხვედრა გამართა იტალიის ელჩთან, მასიმილიანო დ'ანტუონოსთან და მის მოადგილესთან, ფაბიოლა ალბანეზესთან. მან იტალიურ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების გზაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.


მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში წარმატებული თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები განიხილეს, რომელიც საქართველოსა და იტალიის თავდაცვის უწყებებს შორის გაფორმებული ყოველწლიური გეგმით არის გათვალისწინებული. ყურადღება გამახვილდა მაღალი დონის ვიზიტებისა და საერთაშორისო სწავლებებში ერთობლივი მონაწილეობის მნიშვნელობაზე. აღინიშნა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ინიციატივების წარმატებით განხორციელებაში იტალიის მნიშვნელოვანი წვლილი. მხარეებმა ნაყოფიერი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებისთვის მზადყოფნა გამოხატეს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031