გაიგე განსხვავებული

კვირა, ივლისი 13, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე საქართველოში ისრაელის ელჩს, ჰადას მეიცადს შეხვდა

29-02-2024

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე  საქართველოში ისრაელის ელჩს, ჰადას მეიცადს შეხვდა. 


შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა და სხვადასხვა სფეროში პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ხალხთა შორის არსებულ ისტორიულ მეგობრობას, რომელსაც ორი ქვეყნის მჭიდრო პოლიტიკური ურთიერთობები ეფუძნება.
ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკას. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველო მომავალ წელს მიესალმება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყებას. 


პრემიერ-მინისტრმა დიპლომატს კიდევ ერთხელ გამოუცხადა სოლიდარობა 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელის  სახელმწიფოსა და მოქალაქეებზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის გამო.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031