გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შსს მიერ მარიხუანას მოხმარების შესახებ მომზადებულ კანონპროექტს პარლამენტმა მხარი დაუჭირა

20-09-2018

პარლამენტმა პირველი მოსმენით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტს, რომელიც მარიხუანას მოხმარების მკაცრ რეგლამენტირებას ახდენს მხარი დაუჭირა.


კანონპროექტის მიზანია მარიხუანას მოხმარების მავნე ზეგავლენისგან საზოგადოების (განსაკუთრებით მოზარდების) დაცვა.


კანონპროექტის მიხედვით ადმინისტრაციული წესით მარიხუანას მოხმარებაზე დაისჯება საზოგადოებრივი თავშეყრის ნებისმიერ ადგილას, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, არასრულწლოვანთა მიერ, არასრულწლოვანთა თანდასწრებით, სასწავლო-საგანმანათლებლო დაწესებულების ან 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილი სხვა დაწესებულების შენობა-ნაგებობაში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, არასრულწლოვნებისთვის განკუთვნილ საზოგადოებრივ შეკრებებზე ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე განსაზღვრულ რადიუსში; სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გარკვეული პროფესიის ადამიანებისთვის (მაგალითად, პედაგოგებისთვის, ექიმებისთვის, საჯარო მოხელეებისთვის).


სატრანსპორტო საშუალების მართვა ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების, მათ შორის  მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ სისხლის სამართლის წესით დაისჯება.

კანონპროექტის მიხედვით, 21 წლამდე პირთათვის მარიხუანის სასყიდლით ან უსასყიდლოდ გასაღება/გადაცემა ან მარიხუანის მოხმარებაზე დაყოლიება სისხლის სამართლის წესით დაისჯება.


გარკვეული პროფესიის ადამიანებს კი მარიხუანის მოხმარების გამო  პროფესიული საქმიანობის უფლების ჩამოერთმევათ და შეეზღუდებათ სამოქალაქო უფლებები.

ასევე, კანონპროექტის მიხედვით ნარკოტიკული საშუალების მოხმარების პოპულარიზაციის ან რეკლამისთვის სანქცია იზრდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930