3-03-2024
ნებისმიერი მათი მცდელობა, დისტანცირდნენ სააკაშვილისგან და ფასადური "რე-ბრენდინგით" შექმნან სიახლის ილუზია, მარცხისთვისაა განკუთვნილი, - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომლის თქმითაც, არ არსებობს „ნაციონალური მოძრაობისგან“ დამოუკიდებელი პარტია, იქნება ეს „ლელო-ნაციონალები“, „გირჩი- ნაციონალები“ თუ სხვა - ეს არის ერთიანი, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“.
ქადაგიძე აღნიშნავს, რომ ოპოზიციის აბსოლუტური უმრავლესობა “კომპრომეტირებულ” პოლიტიკოსებითაა დაკომპლექტებული, რომელთაც ნაც-მოძრაობასთან ისტორიული და ემოციური წარსული აკავშირებთ.
„ოპოზიციის აბსოლუტური უმრავლესობა “კომპრომეტირებულ” პოლიტიკოსებითაა დაკომპლექტებული, რომელთაც ნაც-მოძრაობასთან ისტორიული და ემოციური წარსული აკავშირებთ.
აქედან გამომდინარე, ნებისმიერი მათი მცდელობა, დისტანცირდეს სააკაშვილისგან და ფასადური "რე-ბრენდინგით" შექმნან სიახლის ილუზია, მარცხისთვისაა განკუთვნილი.
ასე რომ, გირჩი, ლელო, სტრატეგია, დროა და შესაბამისი უსამშობლოთა საზოგადოება, კოლექტიური ნაც-მოძრაობაა, რაც ძალიან კარგად იცის ქართულმა საზოგადოებამ!“- წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.
« თებერვალი 2025 » | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
1 | 2 | |||||
3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
24 | 25 | 26 | 27 | 28 |