20-09-2018
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებითა და საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ „აფხაზეთის“ მხარდაჭერით ხვალ სასტუმრო „ბეტსი“ (მაყაშვილის ქ. №32/34) ჟურნალისტთა კონფერენციას - „სიტყვა პირველია - ომისა და მშვიდობის ჟურნალისტიკა“ უმასპინძლებს.
კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ „აფხაზეთის“ აღმასრულებელი დირექტორი ნაპოლეონ მილორავა.
ნაჩვენები იქნება აფხაზეთის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის, ტელეკომპანია „ერთსულოვნებისა“ და ცალკეულ ჟურნალისტთა მიერ სხვადასხვა დროს მომზადებული ვიდეოსიუჟეტები აფხაზეთზე.
კონფერენციის მიზანია საქართველოს მედია-საშუალებების მეშვეობით ქართულ და აფხაზურ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენისა და შერიგებისაკენ სწრაფვის გაღვივება, ასევე თანამედროვე ქართული მედიის როლის გააქტიურება კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირების პროცესში.
კონფერენცია 10:00 საათზე გაიხსნება და 19:00 საათზე დაიხურება.