გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მაქსიმალურად ისმოდეს სხვადასხვა აზრი, მათ შორის კრიტიკულიც

20-09-2018

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან კითხვები უნდა დაისვას და თუ კონკრეტული პიროვნებების მხრიდან არის სადმე გადაცდომა, მას ხელს არავინ დააფარებს.


მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ის პოლიტიკური ძალაა, რომლის პრინციპი არის მედიაპლურალიზმი.

 

„თუ სადმე არსებობს კითხვები, ეს არის გამოძიების საქმე, ეს არის შესაბამისი უწყებების  საქმე და ჩვენთვის მთავარია, რომ ყველა კითხვას გაეცეს პასუხი. ჩვენ არანაირი სუბიექტური ინტერესი ამ მიმართულებით არ გვაქვს. უნდა დაისვას კითხვები სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან და ამ კითხვებს უნდა გაეცეს პასუხები. თუ სადმე არის გადაცდომა კონკრეტული პიროვნებების მხრიდან, ბუნებრივია, ამას ხელს არავინ არ დააფარებს, ეს არ არის ჩვენი ხელწერა, თქვენ იცით, ვისი ხელწერაც იყო ეს თავის დროზე - იმ ძალების, რომლებიც, სხვათა შორის, ცდილობენ ამ საქმის გამოყენებას საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის. ჩვენ ვართ ის პოლიტიკური ძალა, რომლისთვისაც პრინციპი არის მედია პლურალიზმი, რომლისთვისაც პრინციპი არის ის, რომ კანონი უნდა იყოს ბოლომდე დაცული, აქედან გამომდინარე, თუ ვინმემ დაარღვია კანონი, თუ ვინმემ არასწორად იმოქმედა, უნდა დაისვას კითხვები სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან და ამ კითხვებს უნდა გაეცეს პასუხი და საჭიროების შემთხვევაში ამას უნდა ჰქონდეს სათანადო სამართლებრივი რეაგირება.

 

თუ ტელევიზიის დახურვას აქვს ობიექტური მიზეზი, ეს არის ერთი საქმე, თუ მას აქვს სხვა მიზეზი, ეს არის მეორე საქმე. ამიტომ ვამბობ მე, რომ თუ სადმე არის კითხვის ნიშნები, ჩვენს ინტერესშია ეს კითხვის ნიშნები მოიხსნას, ეს არის მთავარი. თუ  მოიხსნება კითხვის ნიშნები, მაშინ, ბუნებრივია, სხვა მიმართულებით წავა პროცესები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი მედია საშუალება არსებობდეს ამ ქვეყანაში იმისათვის, რომ მაქსიმალურად ისმოდეს სხვადასხვა აზრი, მათ შორის კრიტიკული აზრი. ეს არის ჩვენს ინტერესებში და ბუნებრივია, ამ ინტერესიდან გამომდინარე ვმოქმედებთ“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930