5-03-2024
„პრეზიდენტის მიერ ვეტოს გამოყენება მაინც გაბრაზებული ბავშვის ქმედებას ჰგავს ... ნეტა მასში ეს ბავშვი ჩვენ გავაბრაზეთ თუ დიდი ფულის სანაცვლოდ გამოწვეული ფეხების ბაკუნია?!“ - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ „საარჩევნო კოდექსში" ცვლილებებზე ვეტოს დადებას.
მეგრელიშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილი ღიად არის ჩართული ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში და ცესკოს დისკრედიტაციის კამპანიაში.
„გრძელდება თამაში ვეტოობანა. სალომე ზურაბიშვილმა „საარჩევნო კოდექსში" ცვლილებებს ვეტო დაადო.
სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს, მაგრამ არა ქართველი ხალხის პრეზიდენტი პირნათლად ასრულებს მიღებულ დავალებას, ის ღიადაა ჩართულია ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში, ამჟამად კი ცესკოს დისკრედიტაციის კამპანიაში.
ეს ვეტო დაძლეული იქნება, ეს გადაწყვეტილება აქვს მიღებული საპარლამენტო უმრავლესობას, მაგრამ პრეზიდენტის მიერ ვეტოს გამოყენება მაინც გაბრაზებული ბავშვის ქმედებას ჰგავს...
ნეტა მასში ეს ბავშვი ჩვენ გავაბრაზეთ თუ დიდი ფულის სანაცვლოდ გამოწვეული ფეხების ბაკუნია?!“ - წერს თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.