გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: დაპირისპირება ეკლესიასა და „ქართულ ოცნებას“ შორის თითიდან გამოწოვილი გზავნილია

20-09-2018

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეკლესია ნეიტრალური უნდა იყოს.

 

ირაკლი კობახიძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ  ილია II-ს მადლობას უხდის, განცხადებისთვის, რომ ეკლესია საარჩევნო პროცესებისგან გამიჯნული უნდა იყოს.

 

„პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ეკლესია, რა თქმა უნდა, უნდა იყოს ნეიტრალური და ზუსტად ეს არის ასახული პატრიარქის განცხადებაში, უნდა იყოს საარჩევნო პროცესებიდან, რა თქმა უნდა, არსებითად გამიჯნული ეკლესია და საპატრიარქო და ეს იყო ზუსტად ამ განცხადების პათოსი და მე მინდა, მადლობა კიდევ ერთხელ გადავუხადო, რა თქმა უნდა, პატრიარქს ამ განცხადებისთვის. ეს არის ბუნებრივია, ის პრინციპი, რომლითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ თითოეულმა ჩვენგანმა. იყო რამდენიმე მცირე გადახვევა ამ პრინციპიდან, თუმცა, ეს არ ცვლის, რა თქმა უნდა, საპატრიარქოს სულისკვეთებას, პატრიარქის სულისკვეთებას, ჩვენ მოვისმინეთ რამდენიმე განცხადება სასულიერო პირების მხრიდან, რომელიც უკავშირდებოდა არჩევნებს და ეს, ალბათ, არ არის სწორი. შესაბამისად, ეს იყო რეაგირება, პატრიარქს ჰქონდა, ბუნებრივია, ამაზე რეაგირება და ეს არის, რა თქმა უნდა, ყველას საერთო სულისკვეთება. ჩვენ ვმოქმედებთ იმ ინტერესების შესაბამისად, რომელიც არის ჩვენთვის საერთო და ეკლესიის საზოგადო ინტერესები და ხელისუფლების საზოგადო ინტერესები საერთოა - ეს არის საზოგადოების, სახელმწიფოს და პოლიტიკური პროცესების სამართლიანად და სწორად განვითარების ინტერესი“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

რაც შეეხება დაპირისპირებას ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის, ირაკლი კობახიძის თქმით, ეს თითიდან გამოწოვილი გზავნილია, რომელსაც ის პოლიტიკური ძალები ავრცელებენ, ვინც წლებია, ეკლესიას ებრძვის.

 

„რაც შეეხება დაპირისპირებას ხელისუფლებას, ანუ „ქართულ ოცნებასა“ და ეკლესიას შორის, ეს არის თითიდან გამოწოვილი გზავნილი და თქვენ იცით, ვინ ავრცელებს ამ გზავნილს და ვინ ცდილობს, ასე ვთქვათ, ამ ატმოსფეროს ხელოვნურად შექმნას: ეს არის ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც თვითონ ვიცით, როგორ უდგებოდნენ ეკლესიას და ვიცით, როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ მათ ეკლესიის მიმართ. ესენი არიან ის პოლიტიკური ძალები, რომელთათვისაც ადამიანის ღირსების შელახვა იყო ჩვეულებრივი მოვლენა და ეს არის ყველაზე დიდი ქრისტიანული სიკეთე, რაც არსებობს და ეს არიან ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც უკვე წლებია, ათწლეულზე მეტია, ებრძვიან ეკლესიას, უპირისპირდებიან  ეკლესიას და ადამიანის რელიგიურ გრძნობებს -  ეს არიან ეს პოლიტიკური ძალები. ისინი არიან დაპირისპირებული ეკლესიასთან, რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, „ქართული ოცნებისთვის“ არის უმნიშვნელოვანესი იმ პრინციპების მოქმედება, რომელსაც ეფუძნება ეკლესიის მოღვაწეობა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031