გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ანტონელა ბასანის შეხვდა

5-03-2024

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ანტონელა ბასანის შეხვდა.


შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე, ეკატერინე გუნცაძე, მირზა გელაშვილი, მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში როლანდ პრაისი და მსოფლიო ბანკის ჯგუფის მისიის წევრები.


მხარეებმა მიმოიხილეს მსოფლიო ბანკსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის საკითხები და პროექტები, რომლებიც მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.


მინისტრმა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს გააცნო ქვეყანაში არსებული მაკროეკონომიკური ვითარება, 2021-2023 წლებში ეკონომიკური ზრდისა და ფისკალური კონსოლიდაციის მიმართულებით, მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები და დაგეგმილი რეფორმები.


როგორც აღინიშნა, მიმდინარეობს მუშაობა საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის პარტნიორობის განახლებული ჩარჩოს (CPF) მომზადებაზე, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის შემდგომ განვითარებას.


შეხვედრის დასასრულს მხარეებმა აქტიური თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა გამოთქვეს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930