6-03-2024
ცალკეული ევროპელი აქტორებისგან საქართველოში კონსენსუსის დამკვიდრებაზე მოწოდებები, ყურადსაღები იქნება მაშინ, როცა თავად "მასწავლებელი" იქნება მაგალითის მომცემი. დეპოლარიზაციაზე უღიმღამო მოწოდებებიც ფარსია, როცა ვუყურებთ დასავლეთში მიმდინარე არნახულ დაპირისპირებას ფსევდოლიბერალებსა და კონსერვატორებს შორის, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომლის თქმითაც, „ევროკავშირს ჰყავს 27 წევრი ქვეყანა, ჯერ თავისთან დაამკვიდრონ და კონსენსუსით მიიღონ გადაწყვეტილებები, ვნახოთ რა განწყობაზე დადგებიან და საერთოდ მიიღებენ თუ არა გადაწყვეტილებებს და მერე ჩვენ მოგვიწოდონ - საქართველო არ არის ექსპერიმენტების ლაბორატორია“.
აბაშიძის თქმით, საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და არ იქნება გაუგონარი ექსპერიმენტების პოლიგონი, როგორც ეს ნაცრეჟიმის დროს იყო.
„ჩვენი სუვერენული სახელმწიფო არ და ვერ იქნება "NGO Georgia", გაუგონარი ექსპერიმენტების პოლიგონი, როგორც ეს ნაცრეჟიმის დროს იყო.
ცალკეული ევროპელი აქტორებისგან საქართველოში კონსენსუსის დამკვიდრებაზე მოწოდებები, ყურადსაღები იქნება მაშინ, როცა თავად "მასწავლებელი" იქნება მაგალითის მომცემი. დეპოლარიზაციაზე უღიმღამო მოწოდებებიც ფარსია, როცა ვუყურებთ დასავლეთში მიმდინარე არნახულ დაპირისპირებას ფსევდოლიბერალებსა და კონსერვატორებს შორის.
ცნობისთვის, გასულ წელს, ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც მიზნად ისახავს წევრი ქვეყნებისთვის კომპეტენციების ჩამორთმევას და ვეტოს უფლების გაუქმებას. აქტიურია იდეა, რომ ევროკავშირმა უარი თქვას კონსენსუსურ (ერთსულოვან) კენჭისყრაზე ისეთ სფეროებში, როგორიცაა საგარეო პოლიტიკა და თავდაცვა.
ეს თავხედობა თავად ევროპის მცირე და სუვერენულ ქვეყნებს ვერ გაუგიათ და კანდიდატმა საქართველომ როგორ უნდა აღიქვას?.. “- წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.