გაიგე განსხვავებული

შაბათი, ივნისი 21, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბექა დავითულიანი ცესკოს და სასამართლოს რეფორმაზე: ჩვენ მივიღეთ ის სისტემა, რომელიც ჩვენ ქვეყანას წაადგება და რომელიც დაფუძნებულია იმ პრინციპებზე, რომლითაც ხელმძღვანელობს ევროკავშირი

8-03-2024

ჩვენ მივიღეთ ის სისტემა, რომელიც ჩვენ ქვეყანას წაადგება და რომელიც დაფუძნებულია იმ პრინციპებზე, რომლითაც ხელმძღვანელობს ევროკავშირი. მათ შორის, იმ პრინციპებზე მცირე კორექტირებით, რომელზეც გასცა რეკომენდაცია ვენეციის კომისიამ, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა, ცესკოს და სასამართლოს რეფორმის თაობაზე.


დავითულიანის თქმით, მმართველი გუნდის მიერ კანონპროექტების შექმნა მიმდინარეობს რეკომენდაციების გათვალისწინებით, ხოლო ოპოზიციის ვერსია ინსტიტუციურად არ წაადგებოდა ქვეყანას.


„რეკომენდაციების გათვალისწინებით მიდის კანონპროექტების შექმნა. ცესკოს შემთხვევაში, სასამართლო რეფორმის შემთხვევაში მმართველმა გუნდა წარმოადგინა თავისი კანონპროექტები, რომლებიც ნაწილი იქნა მიღებული და ნაწილი პროცესშია. ოპოზიციის ვერსია, რომ იმ გვარად დაეკომპლექტებინათ ცესკო, იმგვარად დაეკომპლექტებინათ სასამართლო სისტემა, რომ მათი პოლიტიკური ზეგავლენა ყოფილიყო ამ ინსტიტუციებში არ იქნა რა თქმა უნდა გათვალისწინებული და ეს იყო არასწორი ვერსია, რომელიც ინსტიტუციურად ამ ქვეყანას არ წაადგებოდა. „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა, რომ ცესკოს თავმჯდომარე იყოს არჩეული 6 თვით, დროებით, შემდეგ მის არჩევანს ხმა არ მისცენ, მას ჰყავდეს პოლიტიკური ნიშნით შერჩეული მოადგილე, რომელიც ცესკოს თავმჯდომარის გადაყენების შემდეგ პოლიტიკურად წარმართვას პროცესებს საარჩევნო კომისიაში, რაც არის ცალსახად მიუღებელი და არ შეიძლება ეს დავუშვათ ქვეყანაში“, - განაცხადა დავითულიანმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30