გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაზა გაბუნია: მიხარია რომ მომლოცველებსა და ვიზიტორებს უფრო გამშვენებული გელათის ტაძარი დახვდათ

21-09-2018

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ზაზა გაბუნია გელათის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით და მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მიმდინარეობს, რომელსაც მონიტორინგს იუნესკო უწევს.


მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის პირველი მოადგილის, ჯუანშერ ბურჭულაძის ინფორმაციით, ტაძრის აღდგენისასნ მისი არქიტექტურა, სამშენებლო მასალა, ტექნიკა და ლანდშაფტთან შესაბამისობა სრულად იქნა გათვალისწინებული.


,,მიხარია და ვარ ძალიან ამაყი, რომ გელათის ტაძარი დღევანდელ დღესასწაულზე მოსულ მომლოცველებსა და ვიზიტორებს დახვდებათ უფრო გამშვენებული.

გაწეულ შრომას ეტყობა მაღალი პროფესიონალიზმი და ხარისხი. მინდა მადლობა ვუთხრა მსოფლიო ბანკს, მუნიციპალური განვითარების ფონდს და ყველა იმ ადამიანს, ვინც გელათის ტაძრის სამუშაოებისთვისბ ტიტანური შრომა გასწია,“-განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

 

სამუშაოები სრულად მომავალ წელს დასრულდება.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930